რადიომოყვარულ რაისა სკრინიკოვასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2026 17:46
მიღების თარიღი აპრილი 02, 2026
რადიომოყვარულ რაისა სკრინიკოვასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: რაისა სკრინიკოვა
კომისიის სხდომის თარიღი: 02.04.2026
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-26-9/3096,26.03.2026) მიმართა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე რაისა სკრინიკოვამ, საქართველოში მისი ვიზიტის პერიოდში (2026 წლის 15-23 აპრილი), სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის მინიჭების თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ რაისა სკრინიკოვა არის რუსეთის ფედერაციის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი RIBIG (ნებართვა შეესაბამება CEPT-ის 2 კლასს). „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 518 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საერთო წესით, უცხო ქვეყნის რადიომოყვარულების მიერ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დროებითი ან მუდმივი სახმობის მინიჭება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად CEPT-ში შემავალი ქვეყნების რადიომოყვარულებს უფლება აქვთ საქართველოში გამოიყენონ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სახმობი ნიშანი 4L (საქართველოს ქვეყნის აღმნიშვნელი სიმბოლო ITU-ში) სიმბოლოს წინდართვით პრეფიქსში , თუ მისი ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს . ვინაიდან დღეის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაცია აღარ არის CEPT-ის წევრი (რეკომენდაცია Recommendation T/R 61-01და ECC Recommendation (05)06 განახლებული ვერსია), „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ თანახმად საჭიროა მიღებულ იქნას კომისიის გადაწყვეტილება რადიომოყვარულ რაისა სკრინიკოვასთვის (2026 წლის 15 აპრილიდან 23 აპრილამდე) სახმობის დროებითი მინიჭების შესახებ.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 პუნქტის და 518 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ რაისა სკრინიკოვას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2026 წლის 15 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 117 |
რაისა სკრინიკოვა |
თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 38/8, ბ,81 |
4L / RIBIG |
„B“ |
2. რადიომოყვარული რაისა სკრინიკოვა, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების რაისა სკრინიკოვასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების რაისა სკრინიკოვასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
