წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ სერგეი კუვშინოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-26-7 / 195

გამოქვეყნების თარიღი მაისი 04, 2026 16:58

მიღების თარიღი აპრილი 30, 2026

რადიომოყვარულ სერგეი კუვშინოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: სერგეი კუვშინოვი

კომისიის სხდომის თარიღი: 30.04.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-9/4192, 23.04.26) მიმართა მოქალაქე სერგეი კუვშინოვმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ სერგეი კუვშინოვი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2008 წლის 30 მაისის № 304/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L6QC, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ სერგეი კუვშინოვისთვის სახმობის ხელახალი ვადით მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ სერგეი კუვშინოვს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2026 წლის 30 აპრილიდან 2031 წლის 30 აპრილამდე:

რეგისტრაციის №

რადიოსადგურის მფლობელი

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

სახმობი

კატეგორია

A1 - 071

სერგეი კუვშინოვი

ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. № 4

4L6QC

 „A“

2. რადიომოყვარული სერგეი კუვშინოვი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე სერგეი კუვშინოვისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე სერგეი კუვშინოვისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა   თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე     წევრი

ნათია კუკულაძე     წევრი

ივანე მახარაძე         წევრი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები