წვდომის მენიუ

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-26-7 / 247

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2026 17:22

მიღების თარიღი ივნისი 04, 2026

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“

კომისიის სხდომის თარიღი: 04.06.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიერ; ს.კ. № 202297335) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-7/5210, 19.05.2026) 2025 წლის 5 ივნისის № გ-25-7/275 გადაწყვეტილების შესაბამისი (კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანიშნულების მეტეოროლოგიური რადიოლოკატორის (რადარის) ფუნქციონირებისთვის (1) და დეციმეტრულ დიაპაზონში (1) ორი სიხშირე) სიხშირული რესურსის მინიჭების მოთხოვნით.

2. სიხშირეები გათვალისწინებულია სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში მეტეოროლოგიურ პირობებზე დაკვირვების პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება  მხოლოდ  სსიპ  სახელმწიფო  სამხედრო  სამეცნიერო  ტექნიკურ  ცენტრ „დელტას“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

II. სამოტივაციო ნაწილი

3. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 2000 ლარს.

5. კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 4000 ლარი.

6. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  471   მუხლის  მე-3  პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 29-ე მუხლის საფუძველზე,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 3466 სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ფუნქციონირების მიზნით:

1. სიხშირე - 429.050 მჰც  (ზოლის სიგანით 50 კჰც);

2. 5640 მჰც ± 4 მჰც (ზოლის სიგანე 8 მჰც), მეტეოროლოგიური რადარის ფუნქციონირებისთვის, განსაზღვრული პირობების და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად:

 რადარის განლაგება - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანი, მერკატორის უნივერსალური პროექციით  (x-573200,  y-4608675)  განსაზღვრული  ადგილი,  გეოგრაფიული  კოორდინატებით

41°37'35.52'' N; 45°52'43.92''E;

 რადარის განთავსების ადგილის სიმაღლე ზღვის დონიდან - 1068 მ (+ კოშკური სიმაღლე 6 მ);

 რადარის ფუნქციონირების სიხშირე - 5640 მჰც ± 4 მჰც (ზოლის სიგანე 8 მჰც);

 გადამცემის სიმძლავრე (საშუალო ) - 480 ვტ;

 გადამცემის სიმძლავრე (იმპულსში) – 400 კვტ;

 გასხივების კუთხის საზღვრები ვერტიკალურ სიბრტყეში - 0°- 95° ;

 გასხივების კუთხის საზღვრები ჰორიზონტალურ სიბრტყეში - 0°- 360°

კახეთის რეგიონში, ერთი წლის ვადით - 2026 წლის 5 ივნისიდან 2027 წლის 5 ივნისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

2. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

4. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს თანდართული ფორმის შევსება და კომისიის ოფიციალურ მეილზე (reestri@comcom.ge) გადმოგზავნა; ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გადმოგზავნილ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

8.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

გოგა  გულორდავა თავმჯდომარე

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები