რადიომოყვარულ ოთარ ჩვამანიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2026 11:25
მიღების თარიღი ივნისი 04, 2026
რადიომოყვარულ ოთარ ჩვამანიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: ოთარ ჩვამანია
კომისიის სხდომის თარიღი: 04.06.2026
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე ოთარ ჩვამანიამ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-9/5209, 19.05.26) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ ოთარ ჩვამანია არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 4 სექტემბრის № 500/7 გადაწყვეტილებით 5 წლის ვადით მინიჭებული ჰქონდა სახმობი - 4L1OCC, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია.
3. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ ოთარ ჩვამანიასთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.
4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის, კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების, საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ოთარ ჩვამანიას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2026 წლის 4 ივნისიდან 2031 წლის 4 ივნისამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
B-157 |
ოთარ ჩვამანია |
თბილისი, გლდანის მე-5 მკ/რ, 26ა/76 |
4L1OC |
„B“ |
2. რადიომოყვარული ოთარ ჩვამანია, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ოთარ ჩვამანიასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ოთარ ჩვამანიასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
