წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ლევან შველიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-26-7 / 302

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2026 16:49

მიღების თარიღი ივლისი 09, 2026

რადიომოყვარულ ლევან შველიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: ლევან შველიძე

კომისიის სხდომის თარიღი: 09.07.2026

I. აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ მოქალაქე ლევან შველიძემ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-9/6099, 29.06.26) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ ლევან შველიძე არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის № 385/7 გადაწყვეტილებით 5 წლის ვადით მინიჭებული ჰქონდა სახმობი - 4L2LMA, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია.

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ ლევან შველიძისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.

4. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 515  მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის, კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების, საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ლევან შველიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2026 წლის 9 ივლისიდან 2031 წლის 9 ივლისამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B-162

 

ლევან შველიძე

 

ქ. ზესტაფონი, ნ. ნიკოლაძის ქუჩა, პირველი შესახვევი № 15

 

4L2LM

 

„B“

2. რადიომოყვარული ლევან შველიძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ლევან შველიძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ლევან შველიძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ანი ვაზაგაშვილი წევრი

ივანე მახარაძე წევრი

  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები