უცხოური საწარმოს ფილიალ შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 14, 2026 16:51
მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2026
უცხოური საწარმოს ფილიალ შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: უცხოური საწარმოს ფილიალი შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი
კომისიის სხდომის თარიღი: 10.09.2026
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალმა (რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2026 წლის 29 იანვარს; ს.კ.№ 405833558) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-26-7/6926, 12.08.26) და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე რადიოკავშირისთვის 7 სიხშირის და ასევე სარელეო სიხშირეების მინიჭება.
2. სიხშირეები გათვალისწინებულია (საქმიანობის საგანია ნავთობსადენის ექსპლუატაცია) თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ უცხოური საწარმოს ფილიალის შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
II. სამოტივაციო ნაწილი
3. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველაოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 2000 ლარს.
5. ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად. აღნიშნული წესით დათვლილმა რესურსით სარგებლობის საფასურმა შეადგინა 582.12 ლარი.
6. კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 14 582.12 ლარი.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და 29-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალს შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F3512 ერთი წლის ვადით - 2026 წლის 10 სექტემბრიდან 2027 წლის 10 სექტემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ქვემოთ განსაზღვრული პირობების და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად:
• სიხშირეები - 159.725 მჰც, 159.800 მჰც, 164.125 მჰც და 165.150 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) მცხეთის, გარდაბნის, ხაშურის, ჭიათურის, ზესტაფონისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში;
• სიხშირე - 158.425 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში;
• სიხშირეები - 418.250 მჰც და 421.375 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ხაშურის, კასპის, ჭიათურის, საჩხერეს, ვანის, ზესტაფონის, ლანჩხუთის, გორის, ქარელის, თერჯოლის, ბაღდათის, სამტრედიის, ახალგორისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში;
• რადიოსარელეო სიხშირეები - 12786 მჰც ± 1.75 მჰც და 13052 მჰც ± 1.75 მჰც დანართი 1-ში (თან ერთვის) განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად.
2. უცხოური საწარმოს ფილიალის შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).
4. დაევალოს უცხოური საწარმოს ფილიალს შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს თანდართული ფორმის შევსება და კომისიის ოფიციალურ მეილზე (reestri@comcom.ge) გადმოგზავნა; ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გადმოგზავნილ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, უცხოური საწარმოს ფილიალ შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) უცხოური საწარმოს ფილიალ შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალისთვის მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ) გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს ფილიალ შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს ფილიალ შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
გოგა გულორდავა თავმჯდომარე
ანი ვაზაგაშვილი წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
