გადაწყვეტილება N 218 ერთი მხრივ მოქალაქე გიორგი ყიფიანს, ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველსა და მეორე მხრივ სამაუწყებლო კომპანიებს (,,რუსთავი 2“, „მზე“, „202“, „იმედი-ტვ“, „იბერია-ტვ“, „პირველი სტერეო“) შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 07, 2004
მიღების თარიღი მაისი 07, 2004
ერთი მხრივ მოქალაქე გიორგი ყიფიანს, ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველსა და მეორე მხრივ სამაუწყებლო კომპანიებს (,,რუსთავი 2„, მზე„, 202„, იმედი-ტვ„, იბერია-ტვ„, პირველი სტერეო„) შორის დავის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა ერთი მხრივ, მოქალაქე გიორგი ყიფიანს, ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივ დამცველსა (შემდგომში - მომხმარებელთა უფლებების დამცველი„) და მეორე მხრივ - სამაუწყებლო კომპანიებს: ,,რუსთავი 2„, მზე„, 202„, იმედი-ტვ„, იბერია-ტვ„, პირველი სტერეო„ შორის დავა სამაუწყებლო მიერ ,,მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში 2004 წლის 6 თებერვალს შემოვიდა საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის, ივერიელთა ერთობის კავშირის, ქეთევან წამებულის საზოგადოებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის ერთობლივი მომართვა (#6/02-04/05.01.2004) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგის გ. ყიფიანის წერილი (#05/20 13.02.2004) სამაუწყებლო კომპანიათა (სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის„ პირველი არხი, მზე„, რუსთავი-2„, იმედი„, იბერია-ტვ„, პირველი სტერეო„) მიერ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის დარღვევის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენად შეიძლება ჩაითვალოს ფილმი, თუ ის შეიცავს სექსუალური ურთიერთობის, ძალადობის, ნარკოტიკების დამზადებისა და უკანონო მოხმარების ამსახველ სცენებს„, რაც უნდა განისაზღვროს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის #39 ბრძანებით დამტკიცებული არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების„ საფუძველზე. ამასთან, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ„ ევროპულ კონვენციასთან შეერთებულ ქვეყანაში გადაღებულ ფილმზე ვრცელდება ამ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული კატეგორია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოში დადგენილ ფილმების კატეგორიებსა და კრიტერიუმებს„.
მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის #40 ბრძანებით დამტკიცებული არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების„ დებულების თანახმად, ფილმებისათვის კატეგორიების მინიჭებას, სამაუწყებლო კომპანიის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, ახორციელებს სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული ახალგაზრდული პრობლემების კვლევითი ცენტრი (არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრის წარმოების„ დებულების მე-4 მუხლი), რის შემდეგაც მონაცემები შეაქვს არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრში (მუხლი 1).
ამავე დებულების მე-8 მუხლის თანახმად, სამაუწყებლო კომპანიას უფლება აქვს თავად მიანიჭოს ფილმს შესაბამისი კატეგორია, საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის #39 ბრძანებით დამტკიცებული არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების„ საფუძველზე.
ფილმებისათვის კატეგორიათა მინიჭების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია ვალდებულია ფილმების ტელედემონსტრირებისათვის განსაზღვროს მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი შესაბამისი დრო, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, ტელევიზიით დემონსტრირებისას ფილმის კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშანი (რომლის დიამეტრიც არ უნდა იყოს ეკრანის დიაგონალის 8%-ზე ნაკლები) მოათავსოს ეკრანის კუთხეში ფილმის დემონსტრირების დაწყებიდან, აგრეთვე, რეკლამით შეწყვეტილი ფილმის ჩვენების განახლებიდან 5 წუთის განმავლობაში.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში, სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად, დაიცვას მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რაც, იმავდროეულად, სამაუწყებლო კომპანიაზე კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის ერთ-ერთი პირობაცაა. კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს კომისია.
2004 წლის 24 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის, მშობელთა გაერთიანების, ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამაუწყებლო კომპანიების მიერ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე, რომელსაც დაინტერესებულ პირებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს ახალგაზრდობის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ:
1. ერთი თვის ვადაში განახორციელებდნენ ეთერში გასაშვები ფილმებისათვის კატეგორიათა მინიჭებას საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 28 დეკემბრის #39 ბრძანებით დამტკიცებული არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების„ საფუძველზე, რის შემდეგაც მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, ტელევიზიით დემონსტრირებისას ფილმის კატეგორიის აღმნიშვნელ ნიშანს მოათავსებდნენ ეკრანის კუთხეში ფილმის დემონსტრირების დაწყებიდან, აგრეთვე, რეკლამით შეწყვეტილი ფილმის ჩვენების განახლებიდან 5 წუთის განმავლობაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ სადაო გახდებოდა ფილმისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხი, სამაუწყებლო კომპანიები მიმართავდნენ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს ახალგაზრდობის პრობლემების კვლევის ცენტრს, რომელიც დადგენილი წესით მიანიჭებდა ფილმს სათანადო კატეგორიას და შეიტანდა არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის„ რეესტრში.
3. სამაუწყებლო კომპანიები ფილმების კატეგორიების გათვალისწინებით განათავსებდნენ მათ მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადეში მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილ დროსა და კატეგორიის აღნიშვნით.
2004 წლის 19 მარტს მოქალაქე გ.ყიფიანმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიური კავშირის სახელით - დ.ხაჩიძემ კომისიას განმეორებით მომართეს სამაუწყებლო კომპანიების რუსთავი 2„, მზე„ და 202„ მიერ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შესახებ. ამავე დროს, კომისიას მომართა მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ლ. მუხაშავრიამ მოქალაქე გ. ყიფიანისა და ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის ერთობლივი განცხადების საფუძველზე სამაუწყებლო კომპანიათა მიერ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო დავის დაწყებისა და მასში მხარედ ჩართვის ინიციატივით და მოითხოვა სამაუწყებლო კომპანიათა მიერ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვის პირობების დარღვევის, კომისიისათვის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიუწოდებლობის გამო სამაუწყებლო კომპანიების: მზე„, რუსთავი-2„, 202„, იმედი„, იბერია-ტვ„, პირველი სტერეო„, სსიპ საქ ტელერადიომაუწყებლობის„ ხელმძღვანელების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად 5000 ლარით, ხოლო 1448-ე მუხლის შესაბამისად 1000 ლარით დაჯარიმება და და კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „დ” ქვეპუნქტების შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების ლიცენზიების მოქმედების შეჩერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თ„ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 4510-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 44-ე და 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ 2004 წლის 23 აპრილს მიიღო #196/16 გადაწყვეტილება დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
მიმდინარე წლის 7 მაისს გაიმართა დავის განხილვა, რომელშიც მონაწილეობდნენ მოდავე მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები: მოქალაქე გიორგი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის„ თავმჯდომარე დ. ხაჩიძე, მომხმარებელთა უფლებების დამცველი ლ. მუხაშავრია, შპს ტელეკომპანია პირველი სტერეოს„ იურისტი ვ. ჭკუასელი, შპს ტელეკომპანია პირველი სტერეოს„ პროგრამის დირექტორი ლ. რამიშვილი, სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის„ იურისტი თ. კელაპტრიშვილი, სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის„ იურისტი მ. ივანელაშვილი, შპს ტელეკომპანია იბერია ტვ„-ს იურისტი ხ. ფულერიანი, შპს ტელეკომპანია იმედი„-ს იურისტი ი. შარაბიძე, შპს ტელეკომპანია მზე„-ს იურისტი გ. ჩხეიძე, აგრეთვე საზოგადოებრიობის წარმომადგენლები: ნ კახიანი - არასამთავრობო ორგანიზაცია მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის კოალიციის„ წევრი; მ. კაჭარავა - არასამთავრობო ორგანიზაცია მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის კოალიციის„ წევრი; პროტოპროსვიტერი გიორგი საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის„ თავმჯდომარე.
კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვის დღისათვის კომისიაში შემოვიდა როგორც მოქალაქე გ. ყიფიანის მიერ დამოუკიდებლად განხორციელებული პროგრამული მონიტორინგის შედეგების ამსახველი მასალები და აუდიოვიზუალური მტკიცებულებები, ასევე ცალკეული სამაუწყებლო კომპანიების (სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის„ პირველი არხი, მზე„, რუსთავი-2„, იმედი„, იბერია-ტვ„, პირველი სტერეო„) წერილობითი ახსნა-განმარტებები. სსიპ საქტელერადიომაუწყებლობის„ პირველმა არხმა, იმედი ტვ„-მ, იბერია-ტვ„-მ და პირველმა სტერეო„-მ კომისიაში წარმოადგინეს, აგრეთვე, სამაუწყებლო ბადეები და სხვა დოკუმენტაცია.
მოქალაქე გ. ყიფიანმა, ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დ. ხაჩიძემ აღნიშნეს, რომ სამაუწყებლო კომპანიების ძირითადი ნაწილის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ხორციელდება ფილმებისათვის კატეგორიის მინიჭება და მათი ეთერში განთავსება, მაგრამ, ამასთან, სამაუწყებლო კომპანიების: რუსთავი-2„, მზე„ და 202„ მხრიდან კვლავინდებურად ადგილი აქვს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
მოქალაქე გ. ყიფიანის მტკიცებით:
შპს ტელეკომპანია მზე„ ახორციელებს ეთერში განთავსებული ფილმებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებას და კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშნის განთავსებას სათანადო წესის შესაბამისად, მაგრამ არ იცავს მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების ტელედემონსტრირების„ დროში შეზღუდვის წესებს. კერძოდ, ტელეკომპანია მზის„ მიერ ფილმებს: „კედლებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ„, ფანტომები„, ბოროტების საუფლო„, ტერმინატორი 3„, ყველაფერი დედაჩემის შესახებ„, დაბოლილები„, კივილი„, მაჰოუნის საკუთრება„ მიენიჭა კატეგორია შეზღუდულია 18 წლამდე ასაკის მაყურებლისათვის„. შესაბამისად, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მათი ტელედემონსტრირება შეზღუდულია 7-დან 24 საათამდე. სამაუწყებლო ტელეკომპანია მზემ„ ზემოაღნიშნული ფილმები ეთერში გაუშვა დღის საათებში („კედლებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ„ 13/04/04 21.00.სთ. და 14/04/04 14.00. სთ, ფანტომები„ - 14/04/04 21.00.სთ და 15/04/04 14.00.სთ, ბოროტების საუფლო„ - 16/04/04 21.00.სთ და 17-18/04/04 14.00.სთ, ტერმინატორი 3„ - 18/04/04 და 19/04/04 14.00 სთ., ყველაფერი დედაჩემის შესახებ„ - 18/04/04 21.00.სთ და 19-20/04/04 16.00.სთ, დაბოლილები„ - 19/04/04 21.00.სთ, 20/04/04 14.00. სთ, 22/04/04 16.00. სთ, კივილი„ - 20/04/04 21.00. სთ., 21/04/04 12.00 სთ., 22/04/04 14.00. სთ.).
შპს ტელეკომპანია რუსთავი 2„ არ ახორციელებს ეთერში განთავსებული ფილმებისათვის კატეგორიის მინიჭებას, შესაბამისად არ იცავს არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების ტელედემონსტრირების დროში შეზღუდვის წესებს, რითაც არღვევს მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების მოთხოვნებს. აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ ნაჩვენები იქნა ფილმები: ფრენკი და ჯონი„ (29/02/04 19.00. სთ), ტერმინატორი 3„ (07/03/04 16.00. სთ), მისისიპი ცეცხლში„ (18/04/04 18.50. სთ) , რომელთა ჩვენებაც აშშ-ში შეზღუდულია 17 წლამდე ასაკის მაყურებლისათვის და ფილმი საზღვაო მოგზაურობა„ (12/04/04 13.30. სთ), რომლის ჩვენებაც გერმანიაში შეზღუდულია 16 წლამდე მოზარდებისათვის.
შპს ტელეკომპანია 202„ ახორციელებს ეთერში განთავსებული ფილმებისათვის კატეგორიის მინიჭებას, მაგრამ არ იცავს მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების ტელედემონსტრირების„ დროში შეზღუდვის წესებს. აღნიშნული სამაუწყებლო ტელეკომპანიის მიერ დღის საათებში ნაჩვენები იქნა შემდეგი ფილმები: კრიმინალური საკითხავი„ (18/04/04 12.00. სთ), ღამის ფერი„ (14/04/04 12.00. სთ), ქალის სუნი„ (17/04/04 15.00. სთ) და ინტერვიუ ვამპირთან„ (16/04/04 12.00. სთ), რომლებიც გადაღებულია ტრანსევროპული კონვენციის მონაწილე ქვეყნებში და ამ ქვეყნების მიერ მათთვის მინიჭებულია ზრდასრული მაყურებლისათვის განკუთვნილი ფილმების კატეგორია.
შესაბამისად, მოქალაქე გ. ყიფიანმა, ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (დ. ხაჩიძე) მოითხოვეს სამაუწყებლო კომაპნიების რუსთავი-2„, მზე„ და 202„ მიმართ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების დაკისრება.
მომხმარებელთა უფლებების დამცველი, ეთანხმება რა ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, აღნიშნავს, რომ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონს პრაქტიკულად ყველა სამაუწყებლო კომპანია არღვევს, რის გამოც მას აუცილებლად მიაჩნია სამაუწყებლო კომპანიების მიერ ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე კომისიის მხრიდან კონტროლის გაძლიერება, რისთვისაც საჭიროა, ერთი მხრივ, დავაში მონაწილე სამაუწყბელო კომპანიათა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ახსნა-განმარტებების, აგრეთვე წარმოდგენილი სამაუწყებლო ბადეების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლა და მონაცემების სისწორის დადგენა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ხოლო მეორე მხრივ - უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დავაში მონაწილე სამაუწყებლო კომპანიების, ასევე სხვა სამაუწყებლო კომპანიების მიერ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ„ საქართველოს კანონების შესრულების მონიტორინგის განხორციელება, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად. მომხმარებელთა უფლებების დამცველმა მოითხოვა მონიტორინგის პერიოდისთვის სამაუწყებლო კომპანიებმა წარმოადგინონ სამაუწყებლო ბადე, ინფორმაცია ფილმის დასახელების, სიუჟეტის, პროდუსერის, რეჟისორის, მთავარი როლის შემსრულებლისა და კატეგორიის თაობაზე, აგრეთვე საავტორო ან მომიჯნავე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დავაში მონაწილე სამაუწყებლო კომპანიების უფლებამოსილმა წარმოამდგენლებმა აღნიშნეს, რომ სამაუწყებლო კომპანიებმა დაიწყეს ფილმებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება და დაგენილი წესით განსაზღვრულ დროს ეთერში განთავსება, ამასთან, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფილად შესრულებისათვის დამატებით ერთთვიანი ვადა მოითხოვეს.
კომისია აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 4510-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტელერადიომაუწყებელი ვალდებულია მაუწყებლობის პროცესში დაიცვას, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად , მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ„ კანონები, რაც, იმავდროულად, სამაუწყებლო კომპანიათა ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობას წარმოადგენს, ხოლო ლიცენზიის პირობების დარღვევა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და იწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
კომისიას მიიჩნია, რომ მოქალაქე გ. ყიფიანის და ი. ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგთა კავშირის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანიების: მზე„ და 202„ მიმართ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7, ხოლო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2„-ს მიერ ამავე კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების თაობაზე საფუძვლიანია და დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (სამაუწყებლო კომპანიათა მიერ გამოქვეყნებული სამაუწყებლო ბადეებითა და ვიდეოჩანაწერებით).
ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ საფუძვლიანია მომხარებელთა უფლებების დამცველის მოთხოვნა მონიტორინგის განხორციელების თაობაზე, დავაში მონაწილე სამაუწყბელო კომპანიათა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ახსნა-განმარტებების, აგრეთვე სამაუწყებლო ბადეების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესწავლისა და მონაცემების სისწორის დადგენის, მათი და სხვა სამაუწყებლო კომპანიების მიერ ლიცენზიის პირობების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ„ საქართველოს კანონების შესრულებაზე კომისიის კონტროლის გაძლიერების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თ) ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 34-ე მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე 4510-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 და მე-17 მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებებლი წესების„ 37-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი, გ. გოგელია) სამაუწყებლო კომპანიების: რუსთავი-2„, მზე„, 202„ ხელმძღვანელების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის თაობაზე (ლიცენზიის პირობების დარღვევა„);
2. უზრუნველყონ საეთერო ტელესამაუწყებლო კომპანიებმა სამაუწყებლო ბადეების (ტელეპროგრამებისა და ფილმების დასახელების, მოკლე ანოტაციის, მაუწყებლობის დროის მითითებით), ფილმებისათვის მინიჭებული კატეგორიის თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე ტელეპროგრამებისა და ფილმების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი) და საზოგადოებრივ ურთიერთობათა კოორდინატორს (გ. რატიშვილი) განახორციელონ ეთერში გაშვებული ტელეპროგრამებისა და ფილმების მონიტორინგი და მიმდინარე წლის 15 ივნისისათვის წარმოადგინონ შესაბამისი დასკვნა სამაუწყებლო კომპანიების მიერ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ„ საქართველოს კანონების მოთხოვნათა დაცვის თაობაზე;
4. ეთხოვოს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს:
ა) მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მიღება და ამ მიზნით უფლებამოსილი პირის განსაზღვრა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინოს დავაზე დასაბუთებული დაკვნა სამაუწყებლო კომპანიების მიერ მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამეურნეო სამსახურს (ი. ლორია) და ბუღალტერიას (ი. აბულაძე) ერთი კვირის ვადაში უზრუნველყონ მონიტორინგის განხორციელებისათვის აუცილებელი ტექნიკური მოწყობილობების შეძენა და დამონტაჟება;
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
