გადაწყვეტილება N 233 შ.პ.ს.”ტალღა”-ს კუთვნილი N 178 ლიცენზიის ხელახალ რეგისტრაციაში გასატარებლად წარმოებაში არ მიღების შესახებ

ნომერი: 233 /

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2001

მიღების თარიღი აპრილი 13, 2001

  შ.პ.ს.”ტალღა”-ს კუთვნილი N 178 ლიცენზიის  ხელახალ რეგისტრაციაში გასატარებლად წარმოებაში არ მიღების   შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. არ იქნეს მიღებული წარმოებაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ტალღა”-ს N 178 ლიცენზია, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები