წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 487 მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის თაობაზე

ნომერი: 487 /

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2003

მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის თაობაზე

მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დადგენის მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 455 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და 159-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს მაუწყებლობის სიხშირეთა განაწილების გეგმის დამდგენი დამოუკიდებელი ორგანო  შემდეგი შემადგენლობით:

- თამაზ კუპატაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

- ზურაბ შარაძე, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის რადიოტექნიკის კათედრის  პროფესორი;

-    ბორის ადამია, შპს  „საქართველოს ტელერადიოცენტრის„ ტექნიკური დირექტორი;

- ლევან რამიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი;

- გიორგი უგულავა, სამართლებრივი განათლების ასოციაციის დირექტორი.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს (თ.ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                   ვ.აბაშიძე 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები