გადაწყვეტილება N 5 “კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრისათვის” სპეციალური სერიული ნომრით სარგებლობისათვის დროებითი ნებართვის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 28, 2000
მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2000
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N 5
2000 წელი, 28 სექტემბერი ქ. თბილისი.
„კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრისათვის” სპეციალური სერიული ნომრით სარგებლობისათვის დროებითი ნებართვის მიცემის შესახებ
კომისიამ გადაწყვიტა:
1. მიეცეს „კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრს” სპეციალური სერიული ნომრით (001) სარგებლობისათვის დროებითი ნებართვა.
2. კომისიის მიერ ნორმატიული ბაზის შემუშავების შემდგომ „კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრმა” სერიული ნომრის გამოყენება მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკური სამსახურის უფროსს მ. გოთოშიას.
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე