წვდომის მენიუ

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა

ნომერი: გ-20-22 / 26

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2020 18:20

მიღების თარიღი იანვარი 28, 2020 18:20

2020 წლის 28 იანვარს 18:00 საათზე დასრულდა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. რეგისტრაცია  24 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით (სამი სამუშაო დღე) მიმდინარეობდა. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ერთმა კანდიდატმა კახი ბექაურმა 24 იანვარს გაიარა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2020 წლის 3 თებერვალს 11 საათზე გაიმართება. კანონმდებლობის შესაბამისად კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები