”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 11, 2014
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2013
”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გადაწყვიტა:
1. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება და მისი 4.5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”გ) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „მაგთიკომს”, შპს „ჯეოსელს” და შპს „მობიტელს“, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი შემდეგი ოდენობითა და შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
|
კომპანიის დასახელება |
2014 წლის 1 მარტიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით |
2014 წლის 1 სექტემბრიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით |
2015 წლის 1 მარტიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით |
2015 წლის 1 სექტემბრიდან, თეთრი, დღგ–ს და აქციზის ჩათვლით |
|
შპს „მაგთიკომი“ |
6 |
5 |
4 |
3.5 |
|
შპს „ჯეოსელი“ |
6 |
5 |
4 |
3.5 |
|
შპს „მობიტელი“ |
7 |
5 |
4 |
3.5 |
2. დაევალოს შპს ”მაგთიკომს”, შპს ”ჯეოსელს” და შპს „მობიტელს“ 2014 წლის 14 თებერვლამდე საჯაროდ გამოაქვეყნოს წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად განახლებული საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) და მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადა განსაზღვროს არანაკლებ 2 წლის ვადით;
3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო (გადაწყვეტილებითი) ნაწილის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).“
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
