წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ სერგო ჟიმკოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 410

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2024 14:07

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2024

რადიომოყვარულ სერგო ჟიმკოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: სერგო ჟიმკოვი

კომისიის სხდომის თარიღი: 26.09.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-9/4039, 13.09.24) მიმართა მოქალაქე სერგო ჟიმკოვმა (მცხ. ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. 15/2, 7-8) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ სერგო ჟიმკოვი არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2010 წლის 28 მაისის № 245/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L1IS.

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ სერგო ჟიმკოვისთვის სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორიის სახმობი ნიშანის მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ სერგო ჟიმკოვს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2024 წლის 26 სექტემბრიდან 2029 წლის 26 სექტამბრამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 B-090

 სერგო ჟიმკოვი

 ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. 15/2, 7-8

 4L1IS

 „B“

2. რადიომოყვარული სერგო ჟიმკოვი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე სერგო ჟიმკოვისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე სერგო ჟიმკოვისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე     წევრი

ნათია კუკულაძე     წევრი

 

 

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები