საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 29 ივნისისთვის გამოქვეყნებული დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თარიღების განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2017 10:39
მიღების თარიღი ივლისი 03, 2017
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 29 ივნისისთვის გამოქვეყნებული დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თარიღების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 29 ივნისს დანიშნული კომისიის №20 ზეპირი მოსმენის და №46 სხდომები, ქვორუმის არარსებობის გამო, არ გამართულა.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს 2017 წლის 29 ივნისის კომისიის №20 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხის (პროექტი თან ერთვის. დანართი 1) განხილვა მ/წლის 06 ივლისს, 15:00 საათზე;
2. გადატანილ იქნეს 2017 წლის 29 ივნისის კომისიის №46 სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების (პროექტი თან ერთვის. დანართი 2) განხილვა მ/წლის მ/წლის 06 ივლისს, 15:00 საათზე;
3. უზრუნველყოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციამ (ნ. ჯანელიძე) კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge) კომისიის 2017 წლის 06 ივლისის სხდომების დღის წესრიგების პროექტების გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. დაევალოს კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე
|
დანართი 1
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №20 ზეპირი მოსმენის სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2017 წლის 29 ივნისი, 15:00 საათი
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ი.ვერძეული - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი).
დანართი 2
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №46 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2017 წლის 29 ივნისი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის №46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის უფროსი);
- შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ მიერ შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ“-ის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების თაობაზე საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „სისტემ ნეტსა და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ რ.ცხვედიანის საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- სს „გლობალ ერთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „GOLDNET”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის სპეციალისტი);
- შპს „მაიფონის“ (ს/კ205270473) წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ქეთევან ჩლაიძის და 50%-ის ფიზიკურ პირ გიორგი ჩლაიძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი);
- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- სს „საქართველოს ბანკისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „RMG Copper“-ისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ტრანსკომისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ბესთ ენდ ფერსთ ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „სითისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
