„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არქივის დებულებისა“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მუდმივმოქმედი საექსპერტო კომისიის დებულების“ დამტკიცებისა და კომისიის 2001 წლის 6 ნოემბრის N469/11 და 2004 წლის 22 ოქტომბრის N559/22 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 20, 2012
მიღების თარიღი ივლისი 27, 2012
“ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონის, “საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის № 414 ბრძანებულების 55-ე მუხლის მე–4 პუნქტის, ”დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანების მე–14 მუხლის, აგრეთვე ”კომისიის დოკუმენტების შემფასებელი საექსპერტო კომისიის შექმნის შესახებ” კომისიის 2004 წლის 14 დეკემბრის № 6/15 ბრძანების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არქივის თანდართული დებულება (დანართი N1);
2. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დოკუმენტების შემფასებელი საექსპერტო კომისიის თანდართული დებულება (დანართი N2);
3. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი N1 და დანართი N2 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილებად;
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2001 წლის 6 ნოემბრის N469/11 და 2004 წლის 22 ოქტომბრის N559/22 გადაწყვეტილებები;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
|
კომისიის წევრი |
აკაკი სიხარულიძე |
|
|
კომისიის წევრი |
ირაკლი მოსეშვილი |
