წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: 741 / 21

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2019 16:44

მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ „მედიააკადემიის“ 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2019 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შემუშავდა 2018 წლის 11 თვის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე აპარატის დეპარტამენტების და სამსახურების  მიერ წარმოდგენილი, სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად:

კომისიის 2019 წლის საპროგნოზო წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 11,388,196.40 ლარი, საიდანაც რეგულირების საფასურის შემოსავალი არის 8,155,000.00 ლარი, რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის შემოსავალი 3,163,196.40 ლარი, ხოლო საპროცენტო შემოსავლები 70,000.00 ლარი, ხოლო სარეზერვო ფონდმა შეადგინა 2,151,803.60 ლარი.  სულ 2019 წლის საპროგნოზო შემოსავალი სარეზერვო ფონდის გათვალისწინებით არის 13,540,000.00 ლარი.

2019 წლის დაგეგმილი ხარჯების მოცულობა, 2018 წლის ბიუჯეტის თერთმეტი თვის ფაქტიური ხარჯებიდან და კომისიის აპარატის დეპარტამენტებიდან და სამსახურებიდან წარმოდგენილი სავარაუდო (დაკორექტირებული) ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა 13,540,000.00 ლარით, მათ შორის ააიპ მედიააკადემიის ბიუჯეტი - 2,469,673.10 ლარით.

2019 წლის ძირითადი საშუალებების შეძენის მუხლი განსაზღვრულია -- 323,932.50 ლარით, რომელიც მოიცავს რადიოსიხშირული სპექტრის აპარატურის შეძენის თანხას-- 53,800 ლარს, ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომპიუტერული ტექნიკის --- 249,152.5 ლარს  და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯებს.

საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები განსაზღვრულია 26,064.00 ლარი, კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის ხარჯები -- 184,059.00 ლარი და ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები -- 201,000.00 ლარი განისაზღვრა 2018 წლის 11 თვის ფაქტიური ხარჯების გათვალისწინებით.

მივლინების ხარჯები  განისაზღვრა 304,650.00 ლარით, რაც დეპარტამენტების და სამსახურების მიერ წარმოდგენილ ხარჯებთან შედარებით 59,850.00 ლარით შემცირდა.

კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები წარმოდგენილია 254,334.00 ლარის ოდენობით.

საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯებმა შეადგინა 575,896.85 ლარი, რომელშიც შედის საერთაშორისო საინფორმაციო პორტალებზე და ბაზებზე წვდომის მომსახურეობა, სიხშირეების ვადის გაგრძლების და სარგებლობის საფასურის დაანგარიშებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება, EBRD-ის საკონსულტაციო პროექტის თანადაფინანსების და კომისიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები.

სხვა საერთო ხარჯები --- სულ თანხით 877,815.67 ლარი, შედგება სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქონლის, ოფისის შენობის და რადიო სპექტრის მონიტორინგის სადგურების დაცვის, მთარგმნელობითი მომსახურეობის, ფოსტის მომსახურეობის, მონიტორინგის პროგრამის,  2017 წლის ფინანსური აუდიტის ჩატარების, გაუთვალისწინებელი და სხვა ხარჯებისაგან.

შრომის ანაზღაურების და სახელმწიფო ბიუჯეტის ანარიცხების ხარჯები, საპენსიო სისტემის გადასახადებთან ერთად, გამომდინარეობს 2019 წლის საშტატო ნუსხიდან და დაიგეგმა 5,792,961.99 ლარით (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების გარეშე).

კომისიის 2018 წლის ბიუჯეტში, ისევე როგორც გასულ წლებში, ცალკეა გამოყოფილი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები -- 29,593.60 ლარი და შრომის ანაზღაურების ხარჯები -- 246,186.90 ლარი, რითაც კომისიამ გაითვალისწინა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-154  მუხლის მოთხოვნები.

შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების  ფონდი -- 1,132,633.13 ლარი.

„მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კომისიას განესაზღვრა საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია და ამ მიზნით კომისიამ 2018 წლის 2 აგვისტოს დააფუძნა მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მედიააკადემია“ ამასთან, აღნიშნული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები.   აკადემიის ფუნქციების განხორციელების მიზნით კომისია თავისი საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფს მიზნობრივი დაფინანსების სახით 2,469,673.10 ლარს, რომელიც გაერთიანდება კომისიის ბიუჯეტის, „მედიაწიგნიერების ხარჯების“ მუხლის შემადგენლობაში.

გარდა აკადემიის მიზნობრივი დაფინანსებისა, კომისიის ბიუჯეტის „მედიაწიგნიერების ხარჯები“, რომელიც დაგეგმილია „მაუწყებლობის შესახებ“ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა 693,523.30 ლარით. სულ „მედიაწიგნიერების ხარჯები“-ს მუხლმა შეადგინა 3,163,196.40 ლარი.

ეროვნული „მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. დამტკიცდეს კომისიის 2019 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

 

სულ შემოსავლები

13,540,000.00

1

რეგულირების საფასური

8,155,000.00

2

რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური

3,163,196.40

3

საპროცენტო შემოსავლები

70,000.00

4

სარეზერვო ფონდი

2,151,803.60

 

სულ ხარჯები

13,540,000.00

1

ძირითადი საშუალებები (აპარატურა, ოფისის აღჭურვილობა, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა)

323,932.50

2

საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები

26,064.00

3

კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის და სხვა კომუნალური მომსახურებების ხარჯები

184,059.00

4

ავტომანქანის საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები

201,000.00

5

მივლინების ხარჯები

304,650.00

6

საბანკო მომსახურეობის ხარჯი

3,000.00

7

კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა ხარჯები

254,334.00

8

სხვადასხვა საწევრო გადასახადები

51,591.96

9

საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები

575,896.85

10

სხვა საერთო ხარჯები

877,815.67

11

წარმომადგენლობითი ხარჯები

35,000.00

12

მიმდინარე რემონტის ხარჯები

338,084.00

13

შრომის ანაზღაურება

4,543,499.60

14

სახ. ბიუჯეტის და საპენსიო სისტემის გადასახადები

1,249,462.39

15

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამხველის ხარჯები

29,593.60

16

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის  სამსახურის შრომის ანაზღაურებასახ. ბიუჯეტის და საპენსიო სისტემის ხარჯები

246,186.90

17

შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების  ფონდი

1,132,633.13

18

მედიაწიგნიერების ხარჯები

3,163,196.40


2. დამტკიცდეს ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2019 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

  ბიუჯეტის მუხლის N

სულ შემოსავლები

2,469,673.10

1

მიზნობრივი დაფინანსება

2,469,673.10

 

 

 

 

სულ ხარჯები

2,469,673.10

1

ძირითადი საშუალებები

498,405.70

2

საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები

3,500.00

3

კომუნიკაციის ხარჯები

4,200.00

4

მივლინების ხარჯები

39,447.90

5

საბანკო მომსახურეობის ხარჯი

1,340.00

6

ტრეინინგების ხარჯები

313,018.50

7

საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები

695,000.00

8

სხვა საერთო ხარჯები

601,313.00

9

წარმომადგენლობითი ხარჯები

5,000.00

10

შრომის ანაზღაურება

241,920.00

11

სახ. ბიუჯეტის და საპენსიო სისტემის გადასახადები

66,528.00


3. დაევალოს ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ აღმასრულებელ დირექტორს მიზნობრივი დაფინანსების მისაღებად კომისიაში ინვოისებისა და თანდართული გასაწევი ხარჯების დამადასტურებელი  დოკუმენტაციის   წარმოდგენა;

4. დაევალოს ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ აღმასრულებელ დირექტორს კომისიაში ყოველთვიური ფაქტიური ხარჯების ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა, ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციების ასლებთან ერთად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით;

5. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშების კომისიისათვის წარმოდგენა ყოველი კვარტლის დასრულების მომდევნო თვეს;

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 იანვრიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნულის გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნათია დევდარიანი).

           კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები