წვდომის მენიუ

”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 163 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 30, 2015

მიღების თარიღი მარტი 30, 2015 14:47

საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ 2014 წლის 9 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №571/9  ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ”. გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი იქნა:

1. საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს ”ჯეოსელი”, შპს ”მაგთიკომი”, შპს “მობიტელი“, სს „სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ახტელი“, შპს „ივერია ქსელი“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“): 

ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში ზარის ტერმინაცია: 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

2. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის მოძრავ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგენილ იქნა სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების  ქსელში ტერმინაციის შემდეგი ტარიფები:

ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში  - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0,12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

3. გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნული პირების გარდა სხვა ავტორიზებული პირების მიერ  სხვა მოძრავი ან ფიქსირებული ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირების  ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციისათვის დადგენილ იქნა შემდეგი ტარიფები:

ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის  ქსელში ზარის ტერმინაცია:   0,16 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი;

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის ქსელში ზარის ტერმინაცია: 0.09 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში  - 1 წუთი;

გადაწყვეტილება ამოქმედდა 2014 წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული  წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

                „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და  IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი ეფექტური რეგულაციის დადგენის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის  30 აპრილს 16.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობათა გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი სამოტივაციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოტანისთანავე.

            კომისიის თავმჯდომარე                                             ვახტანგ აბაშიძე          

            კომისიის წევრი                                                             გიორგი ფრუიძე                                                       

            კომისიის წევრი                                                             მერაბ ქათამაძე

            კომისიის წევრი                                                             კახი ბექაური

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები