წვდომის მენიუ

შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-25-18 / 124

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2025 12:46

მიღების თარიღი მარტი 13, 2025

შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე


ავტორიზებული პირი: შპს  „ფორმულა“

სამართალდარღვევა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის,451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის   N95/19 გადაწყვეტილებისა  და  „რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევა.

წარმოების დაწყებისმსაფუძველი: კომისიის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N 25-10-246, 03.02.2025 და N25-10- 504, 06.03.2025).

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 13 მარტი, 15:00 საათი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში„კომისია“) აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების (N 25-10-246,03.02.2025 და N25-10-504,06.03.2025) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მის  მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის№12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო.

2.მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „ფორმულას“ 2025 წლის 6 მარტის მდგომარეობით ერიცხება  2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება - 7756.87 ლარის ოდენობით (1.9 ფორმების წარმოდგენის თარიღი 27.01.2025) და ასევე, კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის იანვრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა.

3.შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განსახილველად კომისიის  სხდომა  დაინიშნა  2025  წლის  13  მარტს,  რის  შესახებაც, შპს „ფორმულას“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-25-03/453, 10/03/2025), რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://comcom.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-formulas11.page).

ავტორიზებულ პირს ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98– ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლების თაობაზე.  კომისიის  დასახელებული  შეტყობინება  შპს „ფორმულას“  ჩაბარდა 2025 წლის 10 მარტს.

4.კომისიის 2025 წლის 13 მარტის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი. ვინაიდან, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე    მუხლის    მე-2    ნაწილით    მისთვის დაკისრებული    ვალდებულება - დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, კომისიამ საკითხი განიხილა შპს „ფორმულას“ წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა

6.„მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის  მე-5 პუნქტის  შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად  ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

7. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

8.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების  შესახებ“ კომისიის 2016 წლის  11 თებერვლის   N95/19   გადაწყვეტილების შესაბამისად,  დამტკიცდა ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართული ფორმები (დანართი N1). ასევე, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალა ამ გადაწყვეტილების N1 დანართით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

9.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს  დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი  პრევენციისთვის    ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

10.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათი (N25-10-246,   03.02.2025) თანდართული დოკუმენტაციით.

11.კომისიის აპარატის ადმინისტრაციის სამსახურებრივი ბარათი (N25-10-504, 06.03.2025) თანდართული დოკუმენტაციით.

12.კომისიის შეტყობინება (Nგ-25-03/453, 10/03/2025) სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

13.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“ შესახებ მონაცემები.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

14.შპს „ფორმულა“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირია.

მტკიცებულება: ამონაწერი კომისიის უწყებრივი რეესტრიდან  შპს „ფორმულას“ შესახებ.

15.შპს „ფორმულას“ ერიცხება 2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება - 7756.87 ლარის ოდენობით (1.9 ფორმების წარმოდგენის თარიღი 27.01.2025) და ასევე,  კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის იანვრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა.

მტკიცებულება: კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციის   მოხსენებითი   და   სამსახურებრივი ბარათები (N 25-10-246, 03.02.2025 და N25-10- 504, 06.03.2025) თანდართული დოკუმენტაციით;

16.შპს „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ფორმულას“  შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

17.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შპს „ფორმულა“, როგორც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამდენად, კომპანია ვალდებული იყო ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის ფორმა 1.9-ის საშუალებით, წარმოედგინა კომისიისთვის ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩაერიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

18.კომისიის მიერ დადგინდა, რომ შპს „ფორმულას“ ერიცხება 2024 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება - 7756.87 ლარის ოდენობით (1.9 ფორმების წარმოდგენის თარიღი 27.01.2025) და ასევე,  კომისიაში არ წარმოუდგენია 2025 წლის იანვრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშების 1.9 ფორმა.

19.შესაბამისად, შპს „ფორმულას“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილება.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

20.აღსანიშნავია, რომ შპს „ფორმულას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11  თებერვლის  N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევისათვის შპს „ფორმულას“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

21.ამასთან, შპს „ფორმულას“ უნდა დაევალოს რეგულირების საფასურის დავალიანების - 7756.87 ლარის კომისიის  ანგარიშზე ჩარიცხვა ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და ამავე ვადაში 2025 წლის იანვრის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების (ფორმა 1.9) შევსება (ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მეშვეობით წარმოდგენა) და წარმოდგენილი გაანგარიშების შესაბამისად რეგულირების საფასურის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შპს „ფორმულას“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების  დარღვევის გამო;

2.შპს „ფორმულას“ დაევალოს  2024  წლის  ოქტომბრის,  ნოემბრისა  და  დეკემბრის  თვეების რეგულირების საფასურის დავალიანების - 7756.87 ლარის 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა;

3.შპს  „ფორმულას“  დაევალოს 2025 წლის იანვრის თვის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების 1.9 ფორმის შევსება (ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მეშვეობით წარმოდგენა) და წარმოდგენილი გაანგარიშების შესაბამისად რეგულირების საფასურის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა 10 სამუშაო დღის ვადაში;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) გადაწყვეტილების  შპს „ფორმულასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ   ვებგვერდზე  (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის  შპს „ფორმულასთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,

№64) შპს „ფორმულასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ფორმულასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

8.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი  (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე        წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები