წვდომის მენიუ

შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-23-23 / 207

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2023 17:30

მიღების თარიღი მაისი 04, 2023

შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისია  (შემდგომში   ,,კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს „მედია ჯგუფმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/919, 21.03.2023), კერძო რადიომაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „მედია ჯგუფი“ ითხოვს ქ. რუსთავში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსადგურის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატების ცვლილებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ კოორდინატებზე, არსებული საკომუნიკაციო ანძა, წარმოადგენს კერძო საკუთრებას, მეპატრონე თავად განაგებს იჯარის ფინანსებს, რაც შპს „მედია ჯგუფისთვის“ მიუღებელია. ასევე, ანძის მეპატრონეს აქვს საკუთარი რადიო, რაც უფრო მეტ პრობლემას ქმნის.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მედია ჯგუფი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B169 ლიცენზიას კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1, 2015 წლის 12 ნოემბრის №685/5 და 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 9 ოქტომბრამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, აზერბაიჯანული; ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. რუსთავი

 

100.6

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

 

41°33'42"N

44°58'41"E

 

35

 

5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-23-10-803, 02.05.2023) თანახმად პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით განხორციელდა თეორიული გაანგარიშება როგორც ლიცენზიით განსაზღვრული, ასევე მოთხოვნილი წერტილიდან გასხივებული რადიოსიგნალით შექმნილი სამაუწყებლო ზონების დაფარვის პროგნოზირება. მოდელირების შედეგების შესაბამისად დადგინდა, რომ შეცვლილი გეოგრაფიული ადგილიდან რადიოსადგურის სამოქმედო ზონა პრაქტიკულად არ იცვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B169  ლიცენზიის მოდიფიცირების  შემთხვევაში  არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია ჯგუფის“ (ს/კ 406146424) კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2023 წლის 8 ივნისს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპ „მედია ჯგუფისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი 

ეკატერინე იმედაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები