წვდომის მენიუ

შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 404 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2013

მიღების თარიღი ივნისი 21, 2013

 

შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 და 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1  გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს ტელეკომპანია „I სტერეომ“ (№7/145-13, 01.04.2013), მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ ითხოვს ორივე ლიცენზიის სახეობად საერთო ტელემაუწყებლობის განსაზღვრას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ ფლობს:

1. კერძო მაუწყებლობის №B19 ლიცენზიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა:  სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გ. ა) საეთერო ტელემაუწყებლობა მე-40 სატელევიზიო არხზე 10 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;

გ. ბ) თანამგზავრული მაუწყებლობა ტელესამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა  და ორბიტალური  სადგურებით.

დ) დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა – 12 საათი;

2. მაუწყებლობის №B20 ლიცენზიას 2013 წლის 3 ოქტომბრამდე, კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

 

ანტენის განთავსების

ადგილი

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენის

სიმ.მიწის

ზედ. მ.

სატელევიზიო

არხი

სიმძლავრე

კვტ

მაუწყებლობის

საშ. რადიუსი კმ.

1

ბათუმი

41E43 ; 41N41

110

53

1.0

25

2

ყვარლის რ-ნი,

სანავარდო

45E46 ; 41N58

55

10

0.8

20

3

გორი

44E03 ; 42N02

165

36

3.0

30

4

ბოლნისი

44E32 ; 41N26

40

39

2.0

25

5

ბორჯომის რ-ნი, სოფ.ცხრა წყარო

43E31 ; 41N42

40

3

1.0

 

6

ახალქალაქი

43E25 ; 41N21

55

37

1.0

15

7

ქუთაისი

42E44 ; 42N17

60

23

3.0

30

8

საჩხერე

43E24 ; 42N21

40

22

0.5

15

9

სენაკი

42E05; 42N17

25

28

0.5

15

10

ზუგდიდი

41E52 ; 42N30

30

37

1.0

15

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე, კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №351/22  გადაწყვეტილებით  შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის ფარგლებში ფლობს მეტრული დიაპაზონის მე-7  სატელევიზიო არხს (გამოსახულების გადამტანი სიხშირე - 183.25მჰც, ბგერის გადამტანი სიხშირე - 189.75მჰც);   მეტრული დიაპაზონის მე-7  სატელევიზიო არხზე  გამოყენებული გადამცემის სიმძლავრე - 2.0 კვტ; ანტენის განთავსების ადგილი - ურთას მთა; ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან - 30მ; გეოგრაფიული კოორდინატები  N42024’40’’ , E41049’15’’ (დასაშვებია  კოორდინატის ცვლილება -350მ რადიუსში); გადამცემი ანტენის პარამეტრები:

ა)  ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი - არაუმეტეს   10 dB;

ბ)  მაქსიმალური გასხივების  აზიმუტი - 3150,  ჰორიზონტალურ სიბრტყეში  სხივის გახსნილობის კუთხით  ± 200  3 dB დონეზე;

გ) გასხივების მილევის კოეფიციენტი აზიმუტალურ სექტორში ( 900 - დან   1800 –  მდე),- არაუმცირეს   25 dB;

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2013 წლის 13 მაისის №10/428-13 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მოთხოვნა კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. როგორც სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრულ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს, რომლის შესაბამისად კერძო სპეციალიზებულ მაუწყებლობას უპირატესობა ენიჭებოდა კერძო საერთო მაუწყებლობასთან მიმართებით ვადა გაუვიდა 2013 წლის 18 აპრილს, ამიტომ აღნიშნული ვერ გახდება ლიცენზიის სახეობის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სხდომას ესწრებოდა შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ 22%-იანი წილის მფლობელი დავით ზილფიმიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს ტელეკომპანია „I სტერეო“ ადრე ფლობდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას, აღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირება მოხდა კომპანიისგან თანხმობის წერილის გარეშე, შესაბამისად იგი, როგორც დამფუძნებელი მიესალმება და მხარს უჭერს ლიცენზიების მოდიფიცირების განხორციელებას.    

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამასთან, შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.  

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა  შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, კერძოდ, ლიცენზიის სახე - საეთერო ტელემაუწყებლობა  აღარ შეესაბამება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მაუწყებლობის №B20 ლიცენზიის სალიცენზიო ვალდებულებები, გათვალისწილებულია კომისიის 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1 გადაწყვეტილებით, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის” შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, რაც წინააღმდეგობაში მოდის ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ ასევე მიზანშეწონილია ცვლილებების განხორციელება შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მაუწყებლობის №B20 ლიცენზიით განსაზღვრულ სალიცენზიო ვალდებულებებში და აღნიშნული სალიცენზიო ვალდებულებების, ასევე ლიცენზიის სახის შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება, ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ კერძო მაუწყებლობის №B19 და №B20 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №839/6, 2006 წლის 3 თებერვლის №43/2   და 2003 წლის 3 ოქტომბრის №508/1  გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2013 წლის 19 ივლისს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ტელეკომპანია „I სტერეოსთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                        ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                        ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                        ს. ბრიტანჩუკი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები