წვდომის მენიუ

შპს „ტვ სარფის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-20-23 / 400

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2020 19:56

მიღების თარიღი აპრილი 16, 2020

შპს „ტვ სარფის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით, კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური  ნორმებისა  და  პირობების  შესაბამისად    ეროვნულ    დონეზე    ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და  ამავე  რადიოსიხშირულ  დიაპაზონებში  გაცემული  ამოწურვადი  რესურსით  სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით.

 კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის  პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 12 ივნისს კომისიამ მიიღო დადგენილება N1 „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“, რომლის შესაბამისადაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   2006   წლის  30 ივნისის №6 დადგენილებაში და განხორციელდა ევროკომისიის2008/477/EC-ს და ECC/DEC(05)05-ს გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2500-2690 მჰც დიაპაზონის, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის განკუთვნილი მიწისზედა სისტემებისათვის ეროვნულ დონეზე განაწილება.

კომისია      აღნიშნავს,      რომ       ევროკომისიის 2008/477/EC-ს      და      ECC/DEC(05)05 გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ და ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის განკუთვნილი მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში შპს „ტვ სარფი“ კომისიის 2018 წლის 5 ივლისის №394/5 გადაწყვეტილების თანახმად ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8  ლიცენზიას შემდეგი პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც;

ბ) დანიშნულება: უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურება;

გ) გეოგრაფიული ზონა:  ქ.თბილისი;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 22 აპრილამდე;

ე) შპს „ტვ სარფი“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად კომისია,  ასევე,  აღნიშნავს,  რომ  კომისიის  2015  წლის  12  ივნისის  №1 დადგენილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 2500-2700 მჰც რადიოსიხშირული ზოლები წერტილი-მრავალწერტილი სისტემით  განისაზღვრა დროებითი სარგებლობისათვის. აღნიშნული სიხშირული ზოლი მოიცავს შპს „ტვ სარფის“ სარგებლობაში არსებული №F8 ლიცენზიით განსაზღვრულ რადიოსიხშირულ რესურსს   (2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც). კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-861, 08/04/2020) შესაბამისად  შპს „ტვ სარფი“, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის საფუძველზე, MMDS სისტემით (წერტილი-მრავალწერტილი არქიტექტურით) იყენებს 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც სიხშირულ რესურსს. მაღალი ეფექტური გასხივების სიმძლავრის მქონე გადამცემი მოწყობილობები დამონტაჟებულია ქ.თბილისში, მთაწმინდის სატელევიზიო ანძაზე, საიდანაც ხდება MMDS სისტემის სამაუწყებლო სერვისის მიწოდება მომხმარებლებამდე. რაც თავის მხრივ ითვალისწინებს მთლიანი, 48 მჰც + 56 მჰც ზოლის სიხშირული სპექტრის გამოყენებას ერთი წერტილიდან გასხივების მეშვეობით. რაც შეეხება ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC(05)05-ს გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების დანერგვას, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის 2008 წლის    2500-2690 მჰც დიაპაზონის  ჰარმონიზაციის  შესახებ  მიღებული  გადაწყვეტილების  (2008/477/EC)  საფუძველზე FDD რეჟიმით გადაცემისას 2500-2570 მჰც გამოიყენება FDD uplink-ისათვის და 2620-2690 მჰც გამოიყენება FDD downlink-ისათვის, და განკუთვნილია მობილური/ფიქსირებული კავშირის ქსელებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ uplink-სა და downlink-ს შორის, არსებული სიხშირული ზოლი (2570-2620 მჰც) გამოყენებადია, როგორც TDD-სათვის ასევე დამატებითი FDD downlink- ისათვის 5მჰც-იანი ზოლებით.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N20-10-861, 08/04/2020) თანახმად, აღნიშნული ორი სხვადასხვა სტანდარტის ტექნოლოგიის ერთობლივი გამოყენება შეუძლებელია. ასევე აღსანიშნავია რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა ითვალისწინებს ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC(05)05-ს გადაწყვეტილებებს, რომელიც ტექნიკურად შეუძლებლად ხდის MMDS სისტემის გამოყენებას აღნიშნულ დიაპაზონში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეუძლებელია დღეს მოქმედი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიით გათვალისწინებული წერტილი- მრავალწერტილი სისტემის (MMDS) ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნება, თანაარსებობა, რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის შესაბამისად და ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC(05)05-ს გადაწყვეტილებებით გათვალისწინებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებთან და ტექნიკური პირობებთან.

კომისია,  ასევე,  აღნიშნავს,  რომ  კომისიის  2015  წლის  12  ივნისის  №1  დადგენილებით,„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად 2500-2690 მჰც დიაპაზონის განაწილება პერსპექტივაში უნდა მოხდეს ევროკომისიის 2008/477/EC-ს და ECC/DEC905)05-ს გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და ტექნიკური პირობების შესაბამისად და განკუთვნილი უნდა იყოს მობილური/ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელებისათვის (MFCN).

„ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის   473 მუხლის  მე-3 პუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანისას,  რომელიც შეუძლებელს  ხდის არსებული და  ახალდაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაარსებობას,  კომისია უფლებამოსილია, ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს: არ გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამის  შესახებ ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე; ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კომისია ამ მუხლის საფუძველზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  473  მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ 2020 წლის 10 აპრილს შეტყობინება   გაუგზავნა შპს „ტვ სარფს“ (წერილის რეგისტრაციის N გ-20-03/1280, 10.04.2020) და აცნობა, რომ 2020 წლის 16 აპრილს კომისიაში ჩანიშნულია სხდომა, რომელზეც განიხილება შპს „ტვ სარფის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი.

კომისიის 2020 წლის 16 აპრილის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტვ სარფის“ წარმომადგენლი.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „ტვ სარფმა“ 2020 წლის 13 აპრილს კომისიაში წარმოადგინა წერილი და მოითხოვა საკითხის განხილვის გადადება არანაკლებ ორი კვირით. როგორც წერილშია აღნიშნული  კომპანიას  ვადა  ესაჭიროება  სხდომისთვის  მოსამზადებლად,  ვინაიდან  კომპანიის

ადმინისტრაცია   გადასულია   დისტანციური   მუშაობის   რეჟიმზე,   ხოლო   ნაწილი   იმყოფება შვებულებაში.

სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „ტვ სარფის“ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. მსჯელობისას აღინიშნა, რომ არ არსებობს საკითხის განხილვის გადადების საფუძველი. ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ არის ონლაინ ჩართვისთვის ხელშემშლელი პირობა. მნიშვნელოვანია, რომ საკითხთან დაკავშირებით დღეს იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, ზეპირი მოსმენა გაიმართება 21 მაისს. ამ პერიოდში გამოქვეყნებული იქნება კომისიის გადაწყვეტილების პროექტი და შპს „ტვ სარფს“ ექნება საკმარისი დრო, რათა შეძლოს თავისი აზრის დაფიქსირება როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით. შესაბამისად 16 აპრილის სხდომაზე კომისიამ არ დააკმაყოფილა შპს „ტვ სარფის“ შუამდგომლობა და მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 473-ე მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VII და IX თავებისა და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული    კომისიის  2006  წლის  30  ივნისის N6 დადგენილებით  დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ სარფის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე;

2.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2020 წლის 21 მაისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ სარფისთვის“ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება     ცალკე     გასაჩივრებას     არ     ექვემდებარება     საქართველოს     ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

კახი ბექაური      თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები