სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 მაისის N გ- 20-21 / 462 "სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2019 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ"გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 31, 2020 15:06
მიღების თარიღი ივლისი 30, 2020
სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 მაისის Nგ-20-21/462 "სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2019 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ" გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ 2020 წლის 28 მაისს მიღებულ იქნა Nგ-20-21/462 გადაწყვეტილება „კომისიისა და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2019 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ“. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მოცემულ ცხრილში, „სულ შემოსავლების“ მუხლში შემავალ მე-2 ჰორიზონტალურ გრაფაში „შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების ფონდის ხარჯები“-ს ნაცვლად უნდა ეწეროს „საპროცენტო შემოსავლები“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2020 წლის 28 მაისის N გ-20-21 / 462 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1- ელ პუნქტში მოცემულ ცხრილში, „სულ შემოსავლების“ მუხლში შემავალ მე-2 ჰორიზონტალურ გრაფაში „შრომის წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების ფონდის ხარჯები“-ს ნაცვლად ჩაიწეროს „საპროცენტო შემოსავლები“.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
