წვდომის მენიუ

სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის N 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“

ნომერი: 708 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2016 15:44

მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2016

სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2010 წლის 22 მარტის N 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების აობაზე“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწის, სტრუქტურულ ერთეულებს შორის ეფექტური კომუნიკაციის, დროის, ადამიანური რესურსის და ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციის, სამუშაოს მართვისა და ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ეფექტური სისტემის ფორმირების მიზნით, სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დაამტკიცა კომისიის დებულება (შემდგომში „კომისიის დებულება“). კომისიის დებულებით შეიცვალა კომისიის აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციათა განაწილება.  კომისიის დებულების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 30 დეკემბერი.

კომისიის დებულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, უნდა შეიცვალოს სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის  2010 წლის 22 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურა და საშტატო ნუსხა და ამოქმედების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 30 დეკემბერი.

დასამტკიცებლად წარმოდგენილია:

დანართი N1 – სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილების შესაბამისი სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურა“;

დანართი N2 - სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის  საშტატო ნუსხა“.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N170 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით“  განსაზღვრულ მნიშვნელოვან ამოცანათა შორის ერთ-ერთია „საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტის როლისა და მისი უფლებამოსილების გაძლიერება, რათა მან უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების ეფექტიანი განხილვა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება“. ამ მიზნით,  კომისიამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფინანსური და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის გაზრდისთვის. კერძოდ, გაიზარდა ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯები,  დაინიშნენ თანაშემწეები, შემუშავდა თანამდებობრივი ინსტრუქციები.

ამავე დროს, აქტუალურ საკითხს წარმოადგენს „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის“ 13.4.2. პუნქტით განსაზღვრული ამოცანის ფარგლებში, კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში თანაშემწეთა დანიშვნისა და გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და, ამ მიზნით, თანაშემწეთა შესარჩევი ღია და გამჭვირვალე საკონკურსო წესის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების შესაბამისად, დაიხვეწა კომისიის აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურა და  სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების განაწილება, ახლებურად განისაზღვრა კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციებიც.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციების ამ სამსახურში დასაქმებულ თანაშემწეთა შორის ოპტიმალური გადანაწილებისა და ეფექტიანად შესრულების მიზნით,  თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება (საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩათვლით), სამსახურის საშტატო ნუსხის, ასევე თანაშემწეთა შეფასების მექანიზმების  განსაზღვრა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 103-ე, 104-ე, 105-ე მუხლების, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილების შესაბამისი სსიპ „კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურა“ თანდართული ფორმით (დანართი N1);         

2.  დამტკიცდეს სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის საშტატო ნუსხა“ თანდართული ფორმით (დანართი N2);

3. ეთხოვოს კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულებით კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის განსაზღვრული ფუნქციების ამ სამსახურში დასაქმებულ თანაშემწეთა შორის ოპტიმალური და ეფექტიანი გადანაწილებისთვის, არაუგვიანეს 2017 წლის 1 თებერვლისა, კომისიასთან შეთანხმებით, შეიმუშავოს თანამდებობრივი ინსტრუქციები (საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩათვლით), შესაბამისი საშტატო ნუსხისა და სამსახურში დასაქმებულთა შეფასების წესის პროექტები.

4. კომისიამ, არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტისა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე.

5. დანართი N1-ით და დანართი N2-ით განსაზღვრული სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა“ და სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის საშტატო ნუსხის“ 2016 წლის 30 დეკემბერს ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2010 წლის 22 მარტის N144/22 გადაწყვეტილება.

6. დაევალოს კომისიის კონსულტანტს რეორგანიზაციის საკითხებში (თამარ ბოკუჩავა), 2016 წლის 7 ნოემბრამდე, შეიმუშავოს და კომისიას წარუდგინოს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2010 წლის 22 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით განსაზღვრული პოზიციების თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და ამ გადაწყვეტილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით განსაზღვრული პოზიციების თანამდებობრივი ინსტრუქციების შედარებითი ანალიზი.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.

8. კონტროლს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე განახორციელებს კომისიის თავმჯდომარე.

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

კახი ბექაური

კომისიის წევრი

კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე

მერაბ ქათამაძე

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები