ოქტომბერი 30, 2019 10:03

„უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის“ - მედიააკადემიის ტრენინგი მედიისთვის

„უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის“ - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სწავლება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტები  დემონსტრაციების უსაფრთხოდ გაშუქების ძირითად და მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ.

სწავლება თეორიული ნაწილის გარდა, ისეთ მნიშვნელოვან და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა, როგორიც დემონსტრაციების გაშუქებისას  საფრთხეების და გარემოს ანალიზია. ამას გარდა, გამოცდილმა ექსპერტებმა ჟურნალისტებთან ერთად განიხილეს თუ რა შეცდომებს უშვებს მედია საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას.  ექსპერტებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რა სავალდებულო ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდებათ მათ დაძაბულ გარემოში უსაფრთხოდ მუშაობისთვის. 

სწავლების პროცესში, ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ იმიტირებული დაკითხვის  მონაწილე გამხდარიყვნენ და ამ მიმართულებითაც მიეღოთ გამოცდილება. ტრენინგის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები პირველადი სამედიცინო დახმარების წესებსაც გაეცნენ.

სწავლებას ფოტოჟურნალისტი დავით მძინარიშვილი, SAFE Initiative-ის რისკების მართვის ტრენერი გიორგი კუპატაძე და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ირაკლი ანდრონიკაშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგის ბოლოს მედიააკადემიამ ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადასცა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები