ივლისი 12, 2019 11:16

კონკურსში “ნამდვილი თუ მოგონილი” მეორე ადგილზე ილია სადღობელაშვილი გავიდა

კონკურსში “ნამდვილი თუ მოგონილი” მეორე ადგილზე გავიდა ილია სადღობელაშვილი, მე-11 კლასის მოსწავლე საჩხერედან.

ილიას საკონკურსო ნაშრომი ეხებოდა ქართულ მედიაში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის სახელმწიფო საზღვრად აღიარების შესახებ, სათაურით - „მალე საქართველო ახლანდელ საოკუპაციო ხაზს სახელმწიფო საზღვრად აღიარებს“. ილიამ საკუთარ ნაშრომში მკაფიოდ წარმოაჩინა ყალბი ინფორმაციის დამახასიათებელი ფაქტორები - ინფორმაცია არ ეფუძნებოდა სანდო წყაროს, არამედ ერთ-ერთი ფეისფუქ მომხმარებლის პოსტს და შეიცავდა ცალკეულ ძველ ამბებს. მან ლოგიკურად დააკავშირა ყველა ეს ფაქტორი ერთმანეთს და ნამდვილი ამბის დასამტკიცებლად, მოიძია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც ნათლად ასახავს საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის თაობაზე.

ილია სადღობელაშვილის ნაშრომმა, რომელიც ასევე შემოქმედებითი და ინფორმაციული ვიდეოს ფორმატით იყო წარმოდგენილი, ჟიურის წევრებისგან მაღალი შეფასება, მე-2 საპრიზო ადგილი და iPhone XS-ი მიიღო.

ილიას მიერ გამოყენებული წყაროები⤵️

➡️ http://progressnews.ge/male-saqarthvelo-akhlandel-saokupat…/

➡️ https://old.civil.ge/geo/article.php?id=31961

➡️ http://tvpirveli.ge/?id=2240

ილიას ნაშრომი იხილეთ აქ: https://www.facebook.com/namdvilitumogonili/videos/296679847789696/ 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები