ივლისი 12, 2019 11:08

კონკურსში “ნამდვილი თუ მოგონილი” პირველ ადგილზე ლაშა ქურდაძე გავიდა

კონკურსში “ნამდვილი თუ მოგონილი” პირველ ადგილზე გავიდა - ლაშა ქურდაძე, ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, რომელმაც კონკურსის ფარგლებში, გამოავლინა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მართვის მოწმობის აღების განახლებული ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ.

საქმე ეხებოდა მტკიცებითი ფორმაში ხმაურიანი სათაურებით გავრცელებულ - „მართვის მოწმობას 17 წლიდან ვეღარავინ აიღებს“, „მართვის მოწმობას 17 წლიდან ვეღარავინ აიღებს - მინიმალური ასაკის ზღვარი იცვლება“ ინფორმაციას, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა მომხმარებელი, გამოიწვია ვნებათა ღელვა და შემდეგ უკვე მოქალაქეები თავად გახდნენ ყალბი ინფორმაციის გავრცელების წყარო სოციალურ ქსელებში. ლაშამ ამ ინფორმაციის გადამოწმების და ნამდვილი ამბის დადგენის მიზნით, თავად მიმართა პირველწყაროს - შსს-ის მომსახურების სააგენტოს და ფაქტებით დაადასტურა, რომ აღნიშნული ამბავი ეხებოდა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, განხილვას ექვემდებარება და საბოლოო ფორმულირებები მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განსაზღვრული.

ამასთან, ლაშა ქურდაძე საკმაოდ შემოქმედებითად მიუდგა საკითხს, შეარჩია მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მას და მის თანატოლებს ეხება, კრიტიკულად შეაფასა ინფორმაცია, საკუთარი ნამუშევარი ვიდეოს სახით წარმოადგინა და ჟიურის წევრებისგან უმაღლესი შეფასება და პრიზის სახით MacBook Pro მიიღო.

ლაშას მიერ გამოყენებული წყაროები⤵️

➡️ https://imedinews.ge/…/ra-tsvlilebebi-igegmeba-martvis-mots…

➡️ https://urlzs.com/1EPez

➡️ https://tv9news.ge/…/13032-marthvis-motsmobas-17-tslidan-ve…

➡️ https://www.facebook.com/mecxrearxi/posts/2204242792991181?__tn__=-R

➡️ https://www.facebook.com/events/456663528432454/

➡️ http://www.sa.gov.ge/

ლაშას ნაშრომი იხილეთ აქ: https://www.facebook.com/namdvilitumogonili/videos/914562742217600/ 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები