ივნისი 20, 2024 11:10

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპ-პროცესების მართვის შესახებ სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მოქმედი სტარტაპერებისთვის ჩატარდა სემინარი „პროცესების მართვა სტარტაპში“, რომელსაც მედიალაბის წარმომადგენელი და მოწვეული სპიკერები გაუძღვნენ. 

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იმართება პროცესები სტარტაპში; როგორია პროდუქტისა და მომხმარებლის განვითარების უწყვეტი ციკლი; ამასთან, როგორ ვითარდება ახალი ციკლი წარსულ გამოცდილებებზე დაყრდნობით და როგორ უნდა დაინერგოს აუცილებელი სტანდარტული პრაქტიკები სტარტაპ-პროცესებში, რათა შესაძლებელი გახდეს ცვლილებებისა და ქაოსის როგორც პროგნოზირება, ასევე - მართვა.

შეგახსენებთ, რომ მედიალაბი, სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს უკვე მეექვსე წელია ატარებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები