სექტემბერი 20, 2017 18:24

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) სატელეკომუნიკაციო ინდიკატორთა ექსპერტთა ჯგუფის (EGTI) მე-8 შეხვედრას დაესწრნენ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ალექსანდრე ღლონტი და მთავარი სპეციალისტი ლევან ლაშაური ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) სატელეკომუნიკაციო ინდიკატორთა ექსპერტთა ჯგუფის (EGTI) მე-8 შეხვედრას (იხ. დღის წესრიგი) დაესწრნენ.  აღნიშნული შეხვედრა ჟენევაში ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ტელეკომუნიკაციის განვითარების ბიუროს (BDT) ორგანიზებით  გაიმართა.

EGTI შეხვედრაზე განხილული ძირითადი საკითხები იყო:

  • ICT ფასთა კალათების გადასინჯვა; 
  • ფიქსირებული ქსელი დაფარვის ახალი ინდიკატორები; 
  • ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების სიჩქარის დონეები და მინიმალური სიჩქარის განსაზღვრა; 
  • OTT (Over-the-top) სერვისები და IP კონვერგენცია; 
  • IoT (Internet of Things) ინდიკატორები; 
  • კიბერუსაფრთხოების ინდიკატორები.

ექსპერტთა შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ITU-ს პროექტი სახელწოდებით - “Big-Data საინფორმაციო საზოგადოების გასაზომად”, რომელშიც ITU-ს მიერ შერჩეული ექვსი ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, შვედეთი, კოლუმბია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, კენია და ფილიპინები. 

დისკუსიისას ექსპერტებმა აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის სტატუსი და შესაძლო შედეგი განიხილეს. საბოლოო რეზულტატები წარდგენილი იქნება სატელეკომუნიკაციო / ICT ინდიკატორების მე-15 მსოფლიო სიმპოზიუმზე (WTIS), რომელიც წელს ნოემბერში ტუნისში გაიმართება. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები