იანვარი 30, 2009

10 000 სააბონენტო ნომერი 22 ათას ლარად გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონში შპს ”ახალმა ქსელებმა” გაიმარჯვა. კომპანიის წარმომადგენლებმა 13 XXXX  ინდექსის 10 000 სააბონენტო ნომერში 22 ათასი ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომისიამ  ქ.თბილისში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები