დეკემბერი 19, 2008

10 000 სააბონენტო ნომერზე აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საბონენტო ნუმერაციის სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონზე   13 XXXX  ინდექსის 10 000 სააბონენტო ნომერი იქნება გამოტანილი. რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 20 000 ლარს შეადგენს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 30 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება. საბუთების მიღება კი 2009 წლის 11 იანვრის, 17:00 საათამდე იწარმოებს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები