მარტი 19, 2010

1000 სააბონენტო ნომერი გაიყიდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიში გამართულ აუქციონზე შპს ”ლუნეტიმ” ქ. თბილისში 1000 სააბონენტო ნომერი შეიძინა. კომპანიამ სააბონენტო ნუმარეციაში 2 100 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში 1000 სააბონენტო ნომერზე აუქციონი 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები