წვდომის მენიუ

თებერვალი 13, 2017 14:40

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება

დღეს, 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივითიუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.

1946 წლის 13 თებერვალს  გაეროს რადიო  პირველად ეთერში გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო  დღის  აღნიშვნა.

იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უერთდება რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნას და ულოცავს პროფესიულ დღეს საქართველოში არსებულ ყველა რადიო სადგურს და მათ მსმენელებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები