წვდომის მენიუ

მარტი 15, 2016 18:43

15 მარტი – მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

თანამედროვე მსოფლიო მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს 15 მარტს აღნიშნავს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის გარანტი უერთდება ამ მნიშვნელობანი თარიღის აღნიშვნას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ძალისხმევა მიმართულია სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისკენ, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლზე, ასევე, სატელეკომუნიკაციო სერვისების საზოგადოების ყველა ნაწილისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირტათვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის,  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ოფიციალურად აღინიშნება 1983 წლის 15 მარტიდან, თუმცა მისი ისტორია 1962 წლიდან იწყება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება. კონგრესში გამოსვლისას მან ჩამოაყალიბა მომხმარებლთა 4 ძირითადი უფლება:

  - უსაფრთხოებისა და უსაფრთხო პროდუქტების უფლება;

- ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება;

- თავისუფალი არჩევანის უფლება;

- უფლება, მოუსმინონ მათ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები