ნოემბერი 20, 2009

2 ათას სააბონენტო ნომერზე აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქრთველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში 160XXX და 161XXX ინდექსის 2 ათას სააბონენტო ნომერზე აუქციონი გამოაცხადა. სააბონენტო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 4 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

უქციონში მონაწილეთა საბუთების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 11 დეკემბრის, 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი 2009 წლის 25 დეკემბრის, 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები