ივლისი 03, 2009

2 ათას სააბონენტო ნომერზე აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განხორციელების მიზნით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონზე გამოტანილი იქნება 198XXX  და 199XXX ინდექსის 2 ათასი სააბონენტო ნომერი.

აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია 2009 წლის 27 ივლისის, 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 7 აგვისტოს, 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები