წვდომის მენიუ

ოქტომბერი 06, 2016 16:20

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში (09.09.2016 – 22.09.2016)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება.

მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის: 

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია.

აღნიშნულ ანგარიშს საინფორმაციო გამოშვებებში საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის შესახებ ინფორმაცია დაემატა. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში ანალიზდება შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში, ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო. მედიამონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშის ვრცელ დოკუმენტში პოლიტიკური სუბიექტებისთვის პირდაპირ დათმობილი დრო აღნიშნულია ლურჯი ფერით, ირიბი – წითელით.

წინასაარჩევნო პროცესის მეოთხე შუალედური ანგარიში 2016 წლის 9 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის შედეგად შემდეგი შინარსიის დარღვევები გამოვლინდა:

არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები თერთმეტმა ტელეკომპანიამ წესის დარღვევით გამოაქვეყნა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო  თორმეტ ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკვე შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის საქალაქო (რაიონულ) სასამართლოს გადაუგზავნა.

ეს ტელეკომპანიაბია:

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“;

ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“  -  ბრენდული სახლეწოდება „ტაბულა“;

შპს „ტელეიმედი“;

შპს „სტარვიზია“;

შპს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“;

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“;

შპს „“ტელე-რადიო კორპორაცია ინფორმკავშირი- ტელევიზია არგო“;

შპს „ტელე-რადიო კომპანიას რიონი“;

შპს „დამოუკიდებელ ტელე-რადიო კომპანიას ოდიში“;

შპს „სტუდია მაესტრო“;

შპს „პირველი სტერეო“;

შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი“

 

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „GFK“-ს (23.08.2016) და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GMP“-ის (03.09.2016) მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“   51-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების დროს კვლევასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაციაც უნდა გამოქვეყნდეს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება;

ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;

ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

ვ) შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ვ.ი) შერჩევის ზომა;

ვ.კ) ცდომილების ფარგლები;

ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების წესის დარღვევის ფაქტები წინასაარჩევნო პროცესის მედიამონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის (08.06.2016-08.07.2016) გამოქვეყნების დროსაც დააფიქსირა. მონიტორინგს დაქვემდებარებული მაუწყებელთა უმრავლესობას კვლევის შედეგები კანონით განსაზღვრული წესის დარღვევით ჰქონდა გამოქვეყნებული, ამიტომ კომისიამ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა მაუწყებლებს სამომავლოდ გაეთვალისწინებინათ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული ვალდებულებები. მიუხედავად აღნიშნული გაფრთხილებისა და განმარტებისა ტელემაუწყებელთა უმრავლესობამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები კვლავ წესის დარღევით გამოაქვეყნა.        

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 82–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

„ახალი საქართველოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია პროგრამა, რომლის თანაწამყვანიც არის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ჰამლეტ გეგია.

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და თავი შეიკავოს პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით მონაწილეობაზე. კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნები წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდება არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატზეც. შესაბამისად, კომისია მოუწოდებს მაუწყებლებს თავი შეიკავონ პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური პარტიის წევრის ან დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის გადაცემებში წამყვანის სახით მონაწილეობაზე.

გამოიკვეთა რიგი მაუწყებლებისა, რომელთა სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არ არის ახალი ამბების ან/და საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემატიკის პროგრამები (შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“, შპს „საფერავი ტვ“, შპს „ტელეკომპანია თბილისი“, შპს „ტელე-რადიო კომპანია ტვ24“, შპს ტელეკომპანია ”I სტერეო”).

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

აღნიშნული მაუწყებლების მიმართ კომისიაში დაიწყება წარმოება ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების მიზნით.

კომისიამ გაზეთტყიბულსადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი უკვე მეორედ შეუდგინა, საკითხ საქალაქო სასამართლო განიხილა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე,  კომისიამ გაზეთ „ტყიბულს“ წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მეორედ შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო (ქუთაისის) სასამართლოს გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ გაზეთ „ტყიბულს“ წერილობითი შენიშვნა მისცა.

გაზეთ „ტყიბულის“ აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული იყო პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელგუჯა გოცირიძის სააგიტაციო წერილი, რომელსაც არ ჰქონდა აღნიშნვნა გამოქვეყნებული მასალა იყო ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამა.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ და „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილების შესაბამისად, სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.

კომისიამ გაზეთთიანეთის მომავალსადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „თიანეთის მომავალს“ წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო (მცხეთა) სასამართლოს გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ გაზეთ „თიანეთის მომავალს“ წერილობითი შენიშვნა მისცა.

გაზეთ „თიანეთის მომავლის“ აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული იყო პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაქარია ქუცნაშვილის სააგიტაციო წერილი, რომელსაც არ ჰქონდა აღნიშნვნა გამოქვეყნებული მასალა იყო ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამა.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ და „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილების შესაბამისად, სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.

– რიგი გაზეთების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არ ხორციელდება კომისიაში ყოველკვირეული ინფორმაციის წარმოდგენა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ექვემდებარებიან წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელ ორგანოებისგან, აფხაზეთის და აჭარის ავოტნომიური რესპუბლიკების მთავრობებისგან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგს დაექვემდებარა 30[1] გაზეთი (გაზეთების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის ვებ გვერდზე).

ყველა გაზეთს გაეგზავნა მოთხოვნა წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების დანართი  №2-ით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, თუმცა 10 გაზეთი, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წერილი ჩაბარდა, ინფორმაციას არ წარმოადგენს.

აღნიშნული გაზეთებია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „რეგიონის ტრიბუნა“; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თვითმმართველობა“; ონის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ონი“; ტყიბულის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ტყიბული“; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „არშლუისი“; გურჯაანის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცნე“; ლენტეხის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სვანეთი“; გორის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გორის მაცნე“; ვანის მუნიციპალიტეტი -  გაზეთი „საერთო სიტყვა“; წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ეგრისის მაცნე“;

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შასრულების მიზნით, კომისიამ საკონტროლო შესყიდვა  სცადა კერძო კომპანიების საშუალებით, თუმცა პრესის გავრცელების ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს ზემოთხსენებული გაზეთები ჩამონათვალში არ აქვთ, რის გამოც, კომისიამ კიდევ ერთხელ მიმართა შესაბამის მუნიციპალიტეტებს და სთხოვა გაზეთების წარმოდგენა.

გაზეთები, რომლებიც წარმოადგნენ წინასაარჩევნო ინფორმაციას: კასპის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ახალი განთიადი“; დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი - გაზეთი „შირაქი“; თერჯოლის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თერჯილა“; ბაღდათის მუნიციპალიტეტი - „ჩემი გაზეთი“; თიანეთის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თიანეთის მომავალი“; ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ამბროლაურის მოამბე“; წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ახალი წყალტუბო“; სამტრედიის მუნიციპალიტეტი – გაზეთი „სამტრედიის მაცნე“; ყვარელის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ყვარელი“; ბოლნისის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ბოლნისი“; მცხეთის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „მცხეთა“; სენაკის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „კოლხეთი“; ახმეტის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ბახტრიონი“; ხაშურის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ხაშურის მოამბე“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - შპს „გაზეთი აჭარა და ადჟარა“; ქარელის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ქარელის მოამბე“; აბაშის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „აბაშის მაცნე“; სიღნაღის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სიღნაღი“; ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“; ხობის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ხობის მოამბე“.

რეკომენდაციები:

„რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემები „ვანოს შოუ“ და „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“, რომლებსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ პაატა ბურჭულაძე (სახელმწიფო ხალხისთვის), შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტები) და დავით უსუფაშვილი (რესპუბლიკელები).

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება.

ზემოაღნიშნულ გადაცემებში რესპოდენტები გამოთქვამდნენ პოლიტიკურ მოსაზრებებს;

წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული კომისიის მიერ გატარებული სხვა ღონისძიებები:

კომისიამ ტელეკომპანიების შპსსტუდია მაესტროს“, შპსტელეიმედის“, შპსჯი-დი-ეს თი-ვისდა შპსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანცხადება განიხილა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე ტელეკომპანიების შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლი შეისწავლა, რომელიც თბილისში ა. პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ეხებოდა.

განცხადების ავტორი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდა და  სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ინფრასტრუქტურული პროექტების საარჩევნო კამპანიას წარმოადგენს, რაც დაუშვებელია. პოლიტიკურმა გაერთიანებამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისგან ზემოთაღნიშნული სარეკლამო რგოლის შესწავლა და მისი სტატუსის განსაზღვრა მოითხოვა.

კომისიამ საკითხის მოკვლევის შემდეგ დააგდინა, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი ტელეკომაპნიების შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“  და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში თბილისის მერიის დაკვეთით სარეკლამო კოპმანიების საშუალებით, ფასიანი რეკლამის სტატუსით იყო განთავსებული.

საკითხის განხილვის საჯარო სხდომას ოთხივე ტელეკომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათი განმარტებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განთავსებული სარეკლამო რგოლი მათ სამაუწყებლო ბადეებში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იყო განთავსებული. კანონის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო  უფლებამოსილია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

ვიდეორგოლში მოსახლეობას თბილისში ა.პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის თაობაზე მიეწოდება ინფორმაცია. ვიდეო რგოლში ნაჩვენები არ არის არც საარჩევნო სუბიექტი და არც საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, შესაბამისად, არ განხორციელებულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავ გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

კომისიამ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბატონ ნიკოლოზ რურუას განცხადება განიხილა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბატონ ნიკოლოზ რურუამ 2016 წლის 16 სექტემბერის განცხადებით მიმართა კომისიას, რომელშიც აღნიშული იყო, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს „ტელეიმედის“ მიერ მიწვეული იყო გადაცემა „ღია ეთერში“ მონაწილეობის მიღების მიზნით, თუმცა გადატვრითული გრაფიკის გამო ვერ მოახერხა გადაცემაში მონაწილეობა, რის შესახებ ინფორმირებული იყო „ტელეიმედიც“. განმცხადებელს მიაჩნია, რომ ვინაიდან ვერ მიიღო გადაცემაში მონაწილობა, გადაცემის მიმდინარეობისას არსებული გამოკითხვის ფარგლებში მაყურებელმა მხოლოდ მოსმენილი კანდიდატურები შეაფასა, რაც თავისთავად არაზუსტი გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებაა და, შესაბამისად, განხორციელდა  მისი არათანაბარ პირობებში ჩაყენება, რაც განმცხადებლის მოსაზრებით „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრული არადისკრიმინაციულობის, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევაა.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიამ განმარტა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ამასთანავე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 591 მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება. შესაბამისად, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ეთიკური ნორმების და პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.



[1] შესწავლის ფარგლები გამოირკვა, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გაზეთი „უქიმერიონი“, კულტურულ სიახლეებს აშუქებს.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები