წვდომის მენიუ

სექტემბერი 27, 2016 16:17

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში (09.08.2016 – 08.09.2016)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება.

მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის: 

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია.

აღნიშნულ ანგარიშს საინფორმაციო გამოშვებებში საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის შესახებ ინფორმაცია დაემატა. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში ანალიზდება შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში, ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო. მედიამონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშის ვრცელ დოკუმენტში პოლიტიკური სუბიექტებისთვის პირდაპირ დათმობილი დრო აღნიშნულია ლურჯი ფერით, ირიბი – წითელით.

წინასაარჩევნო პროცესის პირველი შუალედური ანგარიში 2016 წლის 9 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის შედეგად შემდეგი შინარსიის დარღვევები გამოვლინდა:

გამოვლენილი დარღვევები:

შპსტელეკომპანია რუსთავი -2“ წინასაარჩევნო პერიოდში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წერილობით გაფრთხილ:

წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო პროცესის გაშუქების დროს არადისკრიმინაციულობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპებისა და ბალანსის დაცვის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კენჭრისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებულნი არიან  წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო; ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი; საეთერო დროის ტარიფი და ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან, 2016 წლის 8 ივნისიდან ამავე წლის 22 აგვისტომდე კომისიაში არ წარმოუდგენია ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია. ტელეკომპანიამ 22 აგვისტოს წარმოადგინა „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების დანართი  №1-ით განსაზღვრული ინფორმაცია, თუმცა არასრულყოფილად.

საკითხის არსებითი განხილვის და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პოზიციის მოსმენის შემდეგ, კომისიამ ტელეკომპანია კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში და ფორმით ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო  წერილობით გააფრთხილა.

ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონისსაარჩევნო კოდექსისდასაარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესისდამტკიცების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა.

კერძოდ, კომპანიის მიერ არ ხორციელდება მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა და საკუთარ ვებ-გვერდზე ატვირთვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმსჯელებს საჯარო სხდომაზე.

კომისიამ ექვსი ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილა:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ექვსი ტელეკომპანია შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“, შპს „საფერავი ტვ“, შპს „ქართული ტვ“, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხი“, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ წერილობით გააფრთხილა, რადგან არც ერთ ტელეკომპანიას თავის სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების პროგრამა არ ჰქონია განთავსებული.

ექვსივე ტელეკომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირია, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გულისხმობს მინიმუმ ორი თემატიკის პროგრამებით, ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით მაუწყებლობას. ამავე კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე საერთო მაუწყებელი ვალდებული არიან საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

საკითხის განხილვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით კომისიის საჯარო სხდომაზე გაიმართა. მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, კომისიამ ექვსივე ტელეკომპანიის წერილობითი გააფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დაცვის გარეშე გამოქვეყნება.

რიგი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება განხორციელდა შესაბამისი კანონისმიერი ვალდებულების დაცვის გარეშე.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

–      ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

–      საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

–      კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

–      საველე კვლევის ჩატარების დრო;

–      გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

–      რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

–      ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

–     იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე,     არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

–      შერჩევის ზომა;

–      ცდომილების ფარგლები;

-                         ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

კომისიის აპარატში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და აღნიშნული ოქმების საქალაქო (რაიონულ) სასამართლოებში გადაგზავნა.

კომისიამ გაზეთტყიბულსადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, საკითხი საქალაქო სასამართლომ განიხილა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე,  კომისიამ გაზეთ „ტყიბულს“ წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო (ქუთაისის) სასამართლოს გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ გაზეთ „ტყიბულს“ წერილობითი შენიშვნა მისცა.

გაზეთ „ტყიბულის“ ივლისის ნომერში გამოქვეყნდა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელგუჯა გოცირიძის სააგიტაციო წერილი, რომელსაც არ ჰქონდა აღნიშნვნა გამოქვეყნებული მასალა იყო ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამა.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ და „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილების შესაბამისად, სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.

– რიგი გაზეთების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არ ხორციელდება კომისიაში ყოველკვირეული ინფორმაციის წარმოდგენა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ექვემდებარებიან წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელ ორგანოებისგან, აფხაზეთის და აჭარის ავოტნომიური რესპუბლიკების მთავრობებისგან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგს დაექვემდებარა 31 გაზეთი (გაზეთების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომისიის ვებ გვერდზე).

ყველა გაზეთს გაეგზავნა მოთხოვნა წინასაარჩევნო პერიოდში მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების დანართი  №2-ით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, თუმცა 16 გაზეთი, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წერილი ჩაბარდა, ინფორმაციას არ წარმოადგენს.

აღნიშნული გაზეთებია: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „რეგიონის ტრიბუნა“, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თვითმმართველობა“, ონის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ონი“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - შპს „გაზეთი აჭარა და ადჟარა“, ქარელის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ქარელის მოამბე“, აბაშის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „აბაშის მაცნე“, სიღნაღის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სიღნაღი“, ტყიბულის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ტყიბული“, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „არშლუისი“, გურჯაანის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცნე“, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“ (გაზეთის სახელწოდება არ მოგვაწოდეს), ლენტეხის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სვანეთი“, გორის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გორის მაცნე“, ვანის მუნიციპალიტეტი -  გაზეთი „საერთო სიტყვა“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ეგრისის მაცნე“, ხობის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ხობის მოამბე“.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შასრულების მიზნით, კომისიამ საკონტროლო შესყიდვა  სცადა კერძო კომპანიების საშუალებით, თუმცა პრესის გავრცელების ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს ზემოთხსენებული გაზეთები ჩამონათვალში არ აქვთ, რის გამოც, კომისიამ კიდევ ერთხელ მიმართა შესაბამის მუნიციპალიტეტებს და სთხოვა გაზეთების წარმოდგენა.

რეკომენდაციები:

– „ტაბულას“ ეთერში განთავსებული იყო არაპოლიტიკური გადაცემა „საუბარი რელიგიაზე“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“  წარმომადგენლები.

– „პირველი TV“–ს  ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემა „Face Time”, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდა „ლეიბორისტების“ წარმომადგენელი.

- „რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“, რომლებსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება.

ზემოაღნიშნულ გადაცემებში რესპოდენტები გამოთქვამდნენ პოლიტიკურ მოსაზრებებს;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამის პრეზენტაციის რიგ სამაუწყებლო კომპანიების სამაუწყებლო ბადეში განთავსების საკითხი.

აღნიშნული პროგრამის პრეზენტაციის ბოლოს განთავსებულ იქნა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ სარეკლამო ვიდეო რგოლი. კომისია დაინტერესდა, თუ რა სტატუსით იქნა აღნიშნული რგოლი განთავსებული  შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“ და შპს „ჯი–დი–ეს თი–ვის“ სამაუწყებლო ბადეში.

კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილებიდან ირკვევა, რომ  სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო ვიდეო რგოლი წარმოადგენდა წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის ნაწილს, რომლის პირდაპირი ტრანსლაციაც ხორციელდებოდა. ამასთან, მაუწყებლებისათვის ცნობილი არ იყო, რომ პირდაპირი ტრანსლაციის ფარგლებში განთავსდებოდა აღნიშნული რგოლი. მაუწყბლების განცხადებით, დაგეგმილია სხვა პოლიტიკური პარტიების მსგავსი ღონისძიებების  გაშუქება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „ჯი–დი–ეს თი–ვის“ განცხადებით, მართალია ტელეკომპანიას არ მიუღია გადაწყვეტილება მუსიკალური სარეკლამო რგოლის ეთერში განთავსებისა, თუმცა კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი ქრონომეტრაჟის გამოკლებას პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ უფასო სარეკლამო დროიდან.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამის პრეზენტაციის გაშუქება განახორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველ არხზეც, თუმცა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ სარეკლამო ვიდეო რგოლი არ განთავსებულა.

კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებლებმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სამართლიან, მიუკერძოებელ და დაბალანსებულ გაშუქებას. შესაბამისად, თუ მაუწყებელი საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში ანთავსებს კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას,  მიზანშეწონილია უზრუნველყოფილ  იქნას იდენტური მიზნით შესაბამისი დროის გამოყოფა სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვისაც.

წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული კომისიის მიერ გატარებული სხვა ღონისძიებები:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა 2016 წლის 08 სექტემბერსსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსდასამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისმიერ ერთობლივად გავრცელებული განცხადება დასაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოს“ 2016 წლის 09 სექტემბრის მომართვა შპსჯიდიეს თივისსამაუწყებლო ბადეში განთავსებული გადაცემისშეხვედრები რეგიონულ მედიასთანთაობაზე, რომლის რესპოდენტი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილია.

კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლი განსაზღვრავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემის და არჩევნების გაშუქების მიმართ  წაყენებულ მოთხოვნებს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში საუბარია აღნიშნული მუხლის მე–9 პუნქტის უგულებელყოფაზე. კერძოდ, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად,საარჩევნო პერიოდში მაუწყებელმა საჭიროა გამიჯნოს სახელმწიფოებრივად აპარტიული ფუნქციების შესრულება, რათა დაიცვას მიუკერძოებლობის, ობიექტურობის  პრინციპები და უზრუნველყოს ბალანსიმაუწყებელს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს  სახელმწიფო მოხელის საქმიანობის გაშუქებისას, იმისათვის რომ მკაფიოდ განასხვავოს  მისი, როგორც თანამდებობის პირის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება და კერძო/პარტიული/საარჩევნო საქმიანობა“.

ხსენებული ნორმა განსაზღვრავს მაუწყებლის წინასაარჩევნო პერიოდში ქცევის წესს, რომლის დროსაც მაუწყებელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს მკაფიოდ გამიჯნოს მოქმედი სახელმწიფო მოხელის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება მისი კერძო პარტიული/წინასაარჩევნო საქმიანობისაგან. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლის მე–9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ აქვს.

კომისიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ამასთანავე, დაუშვებელია ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება. შესაბამისად, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ეთიკური ნორმების და პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „გადაცემის ფორმატი ანონსიდანვე გულისხმობდა მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას. ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ გადაცემების ციკლში ბიძინა ივანიშვილი, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრებს თუ რატომ არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა“. ასევე, ანონსში დემონსტრირებულია „ქართული ოცნების“ ნომერი და სიმბოლიკა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა (იგულისხმება გადაცემის ანონსი), რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

მოქმედი კანონმდებლობა მკაფიოდ განმარტავს, რომ მაუწყებლის მიერ საკუთარი პროგრამის ანონსის სამაუწყებლო ბადეში განთავსება არ უნდა ჩაითვალოს რეკლამად, მათ შორის პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საერთო მაუწყებლების ბადე (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ) გაჯერებულია იმგვარი ტიპის პროგრამების ანონსებით, რომლებშიც ნაჩვენებია როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები, ისე საარჩევნო სიმბოლიკა.

რაც შეეხება „პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას“, კომისიამ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აგატიციის ნიშნებით ხასიათდება არა მხოლოდ საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, არამედ გასართობი და იუმორისტული გადაცემები, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმები და სხვა. ამ გარემოების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლობის შინაარსობრივი რეგულირების საკითხი განსაკუთრებული სიფრთხილის საგანია, მით უფრო, რომ შინაარსობრივი რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩო, პრაქტიკულად, არ არსებობს. როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაუწყებელი სარგებლობს სარედაქციო დამოუკიდებლობით, კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ცენზურა აკრძალულია. მოქმედი სამართლებრივი ნორმებით მაუწყებლის საქმიანობის შინაარსობრივი რეგულაციების შეუსრულებლობა არ შეიძლება კომისიის, მეტიც, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს.

ამავე დროს, კომისიამ ყურადღება გაამახვილა სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტის პროფესიულ თავისუფლებას, ზოგადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ - მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს შორის პროპორციულობისა და ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე და მიმართა მაუწყებლებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამართლიან, მიუკერძოებელ და დაბალანსებულ გაშუქებას, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებული (მათი ჩართულობით) მიმდინარე ამბების გადაცემისას/საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამების განთავსებისას სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ჯეროვანი სიზუსტისა და ბალანსის პრინციპების დაცვა, რაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს როგორც ერთი კონკრეტული გადაცემის ფორმატში, ისე მაუწყებლის ეთერში განთავსებული სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში.

საანგარიშო პერიოდში კომისიაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ გადმოგზავნილ იქნა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ განცხადება, პარტიის ერთერთი წინასაარჩევნო აქტივობის გაშუქებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების თაობაზე და  პოლიტიკური გაერთიანების „ზვიადის გზა-უფლის სახელით“ განცხადება, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ საეთერო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიამ მიმართა შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ს, შპს „ტელეკომპანია პირველს“, შპს „ტელეიმედს“, შპს „მაგთიკომს“ და სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. კომისიის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა არ დაფიქსირებულა. კომპანიებიდან შემოსული წერილობითი განმარტებები გადაგზავნილია როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიაში, ისე „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში“ და პოლიტიკურ გაერთიანებაში „ზვიადის გზა-უფლის სახელით“.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშის ვრცელი ვერსია, ხელმისაწვდომია თანდართულ დოკუმენტში.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები