ოქტომბერი 16, 2015 18:18

27 და 28 ოქტომბერს LRIC მოდელთან დაკავშირებით პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განცალკევებული აღრიცხვის მომზადების  მეთოდოლოგიასთან და მობილურ-ფიქსირებულ ქსელებში ურთიერთჩართვის ტარიფების გაანგარიშების LRIC მოდელთან დაკავშირებით  პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება.

შეხვედრას წარუძღვებიან საკონსულტაციო კომპანიის „Ernst & Young“-ის პოლონეთის ოფისის წარმომადგენლები. პრეზენტაცია და დისკუსია წარიმართება ინგლისურ ენაზე, უზრუნველყოფილი იქნება ქართულ ენაზე თარგმანი.

27 ოქტომებრს შეხვედრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 11:00 საათზე დაიწყება, 28 ოქტომბერს - 10:00 საათზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები