იანვარი 27, 2009

60 XXX და 61 XXX ინდექსის 2 ათას სააბონენტო ნომერზე აუქციონი გამოცხადდა

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ კომისიის სხდომაზე ქ. ბათუმში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები გამოცხადა. აუქციონზე გამოტანილი იქნება 60 XXX და 61 XXX ინდექსის 2 ათას სააბონენტო ნომერი. რესურსის საწყისი ღირებულება 4 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. აუქციონზე ერთი ბიჯი რესურსის ღირებულების საწყისი ოდენობის 5% იქნება.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 17 თებერვლის, 17:00 საათამდე იწარმოებს.

აუქციონი 2009 წლის 6 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები