ოქტომბერი 24, 2008

8-0-4-1 ციფრების ოთხნიშნა კომბინაცია 1050 ლარად გაიყიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა. შპს ”ვიტელ  ჯორჯიამ” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-1  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 1050 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური1 000 ლარს შეადგენდა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები