სექტემბერი 12, 2008

8-5-6 ციფრების სამნიშნა კომბინაცია 100 000 ლარად გაიყიდა

 

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა. შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯიამ” ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-6 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 100 000 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. აუქციონში შპს ”აი ქეი ეფ ჯორჯიის” გარდა კომპანია ”სერვისლაინიც” მონაწილეობდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 25 000 ლარს შეადგენდა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები