ივლისი 04, 2008

8-5-7 ნუმერაციის რესურსი 71 250 ლარად გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონში შპს ”ჯეოსელმა” გაიმარჯვა. კომპანიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-7 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში 71 250 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აუქციონი 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობა სამმა კომპანიამ შპს ”ჯეოსელმა”, შპს ”მობიტელმა” და შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” მიიღო. ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 25 000 ლარს შეადგენდა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები