სექტემბერი 19, 2008

8-7-4 ციფრების სამნიშნა კომბინაცია 26 125 ლარად გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონში შპს ”მობიტელმა” გაიმარჯვა. კომპანიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციაში (8-7-4)  26 125 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები