ოქტომბერი 24, 2008

8-7-5 ციფრების სამნიშნა კომბინაცია 28 750 ლარად გაიყიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა. შპს ”ვაიმაქს ჯორჯიამ” ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-5  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 28 750  ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. აუქციონში შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” გარდა კომპანიები შპს ”მობიტელი” და შპს  ”ვიტელ ჯორჯია” მონაწილეობდნენ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 25 000 ლარს შეადგენდა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები