წვდომის მენიუ

აგვისტო 01, 2016 10:51

ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზამ“ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია გაიარა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 28 ივლისს გამართულ სხდომაზე ააიპ „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზის“ მოთხოვნა მაუწყებლად ავტორიზაციის თაობაზე დააკმაყოფილა.

ორგანიზაცია კერძო სპეციალიზებულ (შემეცნებით) მაუწყბელობას  საკაბელო ქსელის  და ინტერნეტის საშუალებით მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან დაიწყებს. ტელეკომპანია დღე-ღამეში 15 საათი იმაუწყებლებს, სამაუწყებლო ენები ქართული, ინგლისური და რუსული იქნება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები