ივლისი 31, 2015 15:15

„ადამიანის უფლებების ცენტრმა“ ტელეკომპანია „ტაბულას“ უჩივლა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტის“ საჩივარი ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდის“, იგივე „ტაბულას“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით საქართველოში ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმროების მონიტორინგს ახორციელებს. ორგანიზაცია მსჯავრდებულების და მათი ოჯახის წევრების  ცნობიერების ამაღლებაზე  და მათი უფლებების თაობაზე იურიდიულ კონსულტაციის გაწევაზე მუშაობს.

„ადამიანის უფლებეთა ცენტრმა“ პროექტის პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო რგოლი დაამზადა და სოციალური რეკლამის სტატუსით რამდენიმე მაუწყებელს მათ სამაუწყებლო ბადეში განთავსების თხოვნით მიმართა. ტელეკომპანია „ტაბულამ“ ორგანიზაციას  სარეკლამო რგოლის განთავსებაზე უარი უთხრა, რადგან მიიჩნია, რომ სარეკლამო რგოლით ხდება არასამათავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საქმიანობის რეკლამირება. ორგანიზაციას კი მიაჩნია, რომ მათი საქმიანობა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ და საქველმოქმედო მიზნის მიღწევისკენაა მიმართული, რის გამოც საჩივარით კომისიამ მიმართა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტის“ საჩივარი ააიპ „სამოქალაქო განვითარების ფონდის“, იგივე „ტაბულას“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა 2015 წლის  13 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები