ოქტომბერი 08, 2014 14:45

ადგილობრივ მაუწყებლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 7 ოქტომბერს ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებთან ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის  საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

კომისიამ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამის რეკომენდაციების“  გათვალისწინებით, ადილობრივ  (რეგიონულ) საეთერო მაუწყებლებს მათ სამაუწყებლო ზონებში, დღეს არსებული გეოგრაფიული დაფარვის ფარგლებში ციფრული ტელემაუწყებლობის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 17 ივნისიდან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხი განიხილა.

კომისიამ ადგილობრივ (რეგიონულ) საეთერო ტელემაუწყებლებს თითოეულ სამაუწყებლო ზონაში ხელმისაწვდომი სიხშირული რესურსის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, ტელეკომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა კომისიას ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ტექნიკური სამუშაოებისთვის მზაობა დაუდასტურეს.

კომისია უახლოვეს მომავალში ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლებისთვის მათი გავრცელების არეალში ციფრული მაუწყებლობის უზრუნველასაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებების მინიჭებას დაიწყებს. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამის რეკომენდაციების“ თანახმად, კომისია ადგილობრივ საეთერო ტელემაუწყებლებს ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირულ სპექტრს უსასყიდლოდ ანიჭებს, იმ ვადამდე ვიდრე კომპანია ახორციელებს მაუწყებლობას.

შეხვედრას „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოსციაციის -  GARB“-ის და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI“-ს წარმომადგენელებიც ესწრებოდნენ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები