აპრილი 24, 2013

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა“ (EaP) - საქართველო

დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის„ (EaP)-ის ფარგლებში სამდღიან კონფერენცია გაიხსნა. სემინარს ევროკავშირის ფინანსური მხადაჭერით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მასპინძლობს.

სამდღიანი სემინარის მსვლელობისას განხილული იქნება რეგიონის ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის განვითარების დინამიკა, კონკრეტულად კი, ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ტერმინაციის მეთოდები, ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების განვითარება, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. გარდა ამისა, განიხილება ციფრული დივიდენდი და სიხირული სპექტრის მართვა და ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ამ მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მხარეები ასევე ისაუბრებენ, უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შესრულების შესახებ. და ბოლოს,  შეხვედრაზე საუბარი იქნება, ჰარმონიზებული მარეგულირებელი წესების იმპლემენტაციის შესახებ, როგორც ევრო კავშირთან  ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის მონაწილე ქვეყნებთან მიმართებაში.

კონფერენცია ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და ორგანიზებას „PricewaterhouseCoopers Slovakia“ უწევს.

სამდღიან კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის„ ( EaP)-ის პარტნიორი ქვეყნების სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვის და უკრაინის მარეგულირებელი ორგანოების და სამინისტროების წარმომადგენლები,  ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის ტელეკომუნიკაციების ოფისის და ორგანიზატორი კომპანიის, „PricewaterhouseCoopers Slovakia“  წარმომადგენლები ეწვივნენ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის წარმომადგენლების გარდა სემინარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგელნებიც ესწრებიან.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები