აპრილი 01, 2014

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ (EaP) - ფარგლებში კონფერენცია საქართველოში მეორედ ტარდება

 

2014 წლის 1-2 აპრილს, თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის„ (EaP)-ის ფარგლებში ორდღიანი კონფერენცია გაიმართება. სემინარს ევროკავშირის ფინანსური მხადაჭერით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეორედ მასპინძლობს.

ორდღიანი სემინარის მსვლელობისას განხილული იქნება რეგიონის ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის განვითარების დინამიკა, კონკრეტულად კი, ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ტერმინაციის მეთოდები, ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების განვითარება, ასევე, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. გარდა ამისა, კონფერენციის მსვლელობისას განიხილება მარეგულირებლი ორგანოების მართვის მოდელები და ევროკავშირის სივრცეში მათი სტრუქტურა. რადიოსიხშირული სპეტქრის მართვის გამოცდილება იქნება გაზიარებული,  ასევე, ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე შესვლის და არსებულ ქსელებთან დაშვების და ურთიერთჩართვის შესაძლებლობებზე იქნება საუბარი.  დაბოლოს,  შეხვედრაზე  მხარეები განიხილავენ ჰარმონიზებული მარეგულირებელი წესების იმპლემენტაციის პროცესს, როგორც ევრო კავშირთან  ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის მონაწილე ქვეყნებთან მიმართებაში.

კონფერენცია ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და ორგანიზებას „PricewaterhouseCoopers Slovakia“ უწევს.

ორდღიან კონფერენციას თბილსში საქართველოს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის„ ( EaP)-ის პარტნიორი ქვეყნების სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვის და უკრაინის მარეგულირებელი ორგანოების და სამინისტროების წარმომადგენლები,  ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის, ლიტვის, ავსტრიის, ლატვიის და ორგანიზატორი კომპანიის, „PricewaterhouseCoopers Slovakia“  წარმომადგენლები ეწვივნენ.

კონფერენცია, თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (თავისუფლების მოედანი 4) 2014 წლის პირველ აპრილს, 09:00 საათზე გაიხსნება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები