ივნისი 15, 2011

„აგვისტოს 5 დღის“ პირატული ვერსიები გავრცელდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „საქართველოს ავტორთა საზოგადოებამ“ აცნობა, რომ გარკვეულ ვებ. გვერდებზე (10 სხვადასხვა ვებ. გვერდი) ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ ე. წ პირატული ვერსიები გავრცელდა. ამ ვებ. გვერდებზე კინემატოგრაფიული ნაწარმოები  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების“ შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით არის განთავსებული.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყველა ზომას მიმართავს, მათ შორის მოსთხოვს ვებ. გვერდის მფლობელებს აღკვეთონ კანონდარღვევა, ხოლო დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ვებ. გვერდების ჰოსტინგის უზრუნველმყოფ ავტორიზებულ პირებს მოსთხოვს ვებ. გვერდების დაბლოკვას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები